თამაშგარე

10:55 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰელგა, სპორტსმენი კაცები და სტალინგრადი

კარგა ხნის წინ, ჩვენ დიდის მოწიწებითა და გულდასმით გიამბეთ რუსი მოდელის, ჰელგა ლოვეკატის ქარიშხლიანი ცხოვრებისა და მკერდის მზეზე აბრჭყვიალების ამბები და არც იმის თქმა დაგვზარებია, რომ ეს ასული დღემდე მალავს თავის ნამდვილ სახელს და ოდენ ფსევდონიმს გვაჩრის თვალებში.

ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქალბატონმა (თუმცა მავანნი იძახიან, რომ მისნაირი “ქალბატონები” ურუსთა მხარეში კონა მანეთადააო) ამასწინთ განაცხადა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჰელგა ლოვეკატი იძახის, ჩემი ოცნებაა რამდენიმე დაშხოშიან სპორტსმენს ერთად დავნებდე და ვისაც კი გული გერჩით, ჩემსკენ დაიძარითო.

როგორც ეს თავხედი და ფეხთაშვერის მოყვარული ასული იძახის, დაღალა “ჩვარი კაცების” მუდმივმა ცქერამ, სექსში მხოლოდ საკუთარი ინიციატივების იმედად ყოფნამ და ისეთ ჯანიან მამაკაცებზე იცნებობს, რომლებიც სტალინგრადივით გაასწორებენ მიწასთან. სურვილს შესრულება უნდა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1456