ისტორია

10:13 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

13 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა კახი კახიაშვილი. ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 1992 წელს მან ოქროს მედალი საქართველოს სახელით ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო 1996 და 2000 წლებში, საბერძნეთის ღირსებას იცავდა. კახიაშვილმა 1995, 1998 და 1999 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონობა 1992, 1993, 1995 და 1996 წლებში მოიგო. მსოფლიოს პირველობების ორგზის ვერცხლის მედლების მფლობელი (1993, 1994). დამყარებული აქვს მსოფლიოს ცხრა რეკორდი. ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 1994). 1992 წელს გახდა დსთ-ის ჩემპიონი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ორჯერ აღიარეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1992, 1993). ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი, საბერძნეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის ორ-ორი ოქროს მედლის ლაურეატი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტად ფრედერიკ უოლი აირჩიეს. მან ამ პოსტზე 1934 წლამდე იმუშავა.

1908. ლონდონში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვეობის მეოთხე ოლიმპიური თამაშები. მასში მონაწილე 22 ქვეყნის 2 035 სპორტსმენმა მედლების 107 კომპლექტი გაითამაშა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის ათლეტებმა მოიპოვეს (56 ოქრო, 51 ვერცხლი, 38 ბრინჯაო), მეორეზე ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენები გავიდნენ (23, 12, 12), ხოლო მესამე პოზიციაზე შვეციის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (8, 6, 11). ლონდონის ოლიმპიური თამაშები იმითაც გახლდათ აღსანიშნავი, რომ მისი დასრულების შემდეგ გაზეთებმა გამოაქვეყნეს სპეციალური ცხრილი, რომელშიც შეჯამებული იყო სპორტსმენთა მედლები ქვეყნების მიხედვით. იქედან იღებს სათავეს არაოფიციალური გუნდური ჩათვლა, თუმცა, იგი ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას, რომლის მიხედვითაც ოლიმპიური თამაშები არის შეჯიბრება ჩალკეულ სპორტსმენებსა და გუნდებს და არა ქვეყნებს შორის.

1930. ურუგვაის ქალაქ მონტევიდეოში სტარტი აიღო მსოფლიოს პირველმა ჩემპიონატმა ფეხბურთში. ერთმანეთს საფრანგეთისა და მექსიკის ეროვნული გუნდები შეხვდნენ. ევროპელებმა 4:1 მოიგეს. მონტევიდეოს “პოკიტოსის” სტადიონზე თამაშს 30 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები ლუსიენ ლორანმა, მაშონმა (2), ლანჟიემ (საფრანგეთი) და კარენიომ (მექსიკა) გაიტანეს. შეხვედრას ურუგვაელი არბიტრი ლომბარდი სჯიდა. საფრანგეთი: ტეპო, კაპელი, მატლე, პინელი, ვილაპლანი, ლიბერატი, დელფე, მაშინო, ლ. ლორანი, ლანჟიე. მექსიკა: ბონფილიო, გარსია-გუტიერესი, მ. როხასი, ამესკუა, სანჩესი, ფ. როხასი, ლოპესი, რუისი, მეხია, კარენიო, პერესი. იმავე დღეს აშშ-მ ბელგიას 3:0 სძლია. გოლები მაკგიმ (ორი) და პეიტნოუდმა გაიტანეს. აშშ: დუგლასი, ვუდი, მურჰაუზი, გალაჰერი, ტრეისი, ბრაუნი, გონსალვესი, ფლორი, პეიტნოუდი, ოლდი, მაკგი. ბელგია: ბაჯუ, ნაუვენსი, ჰოიედონკსი, დე კლერი, ჰელემანსი, ფ. ბრენი, დიდენსი, ვორჰოფი, ადამსი, მუშალი, ვერსეიპი. მონტევიდეოს “პარკ სენტრალზე” მატჩს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1930. ფრანგი ლუსიენ ლორანი პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე გოლი გაიტანა.

1950. ბრაზილიის მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალური ჯგუფი: ბრაზილია-ესპანეთი 6:1; ურუგვაი-შვედეთი 3:2.

1962. შოტლანდიელი ფეხბურთელი დენის ლოუ იტალიური ტორინოდან 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

1966. ინგლისის მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: საფრანგეთი-მექსიკა 1:1; არგენტინა-ესპანეთი 2:1; პორტუგალია-უნგრეთი 3:1; იტალია-ჩილე 2:0.

1972. უეფა-ს ახალ პრეზიდენტად უნგრელი შანდორ ბალცი აირჩიეს.

1974. “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბილ შენკლი გადადგა. იმავე დღეს, მერსისაიდელებმა ლონდონის “არსენალისგან” 180 ათას გირვანქად რეი კენედი იყიდეს.

1984. გფრ-ის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფრანც ბეკენბაუერმა იუპ დერვალი შეცვალა.

1984. უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ, სიმაღლზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა (5,89 მ).

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ნახევარფინალი: იტალია-ბულგარეთი 2:1, აპენინელთა რიგებში ორივე გოლი რობერტო ბაჯომ გაიტანა, ბალკანელთაგან კი, სტოიჩკოვმა გამოიჩინა თავი. ბრაზილია-შვედეთი 1:0, გოლი რომარიომ გაიტანა.

2006. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო დონადონი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მარჩელო ლიპი შეცვალა.

2006. უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, “ამერი” “ბანანცთან” დამარცხდა (0:1), ხოლო “ვიტ ჯორჯიამ” “პეტრჟალკასთან” წააგო (0:2).

2010. აშშ-ის რიგით მეორე საკალათბურთო სტუდენტურმა ლიგამ (NჩAA), გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდების რაოდენობას 68-მდე გაზრდიდა.

2011. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ზესტაფონმა” მოლდოვას კიშინიოვის “დაჩიას” 3:0 მოუგო. გოლები ჯაბა დვალმა (2) და ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანეს.

2013. მალტაში, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1901. მიკი უოქერი (“თოი ბულდოგი”). ამერიკელი მოკრივე. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1922-26 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1930. ვიკტორ ციბულკო. საბჭოთა მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1932. ანტონიო რომა. 1956-67 წლებში იყო არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატების მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ფერო კარილ ოესტესა” (1951-60) და “ბოკა ხუნიორსში” (1960-72). ანტონიო რომა არგენტინის ხუთგზის ჩემპიონია.

1940. იური დიაჩკოვი. თბილისელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965, 1966). 1962 წელს მოიპოვა საკავშირო ვერცხლის მედალი. რომის 1960 წლის ოლიმპიადის მონაწილე. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 100 მეტრზე რბენასა და ჭოკით ხტომაში.

1961. სტელიოს მანოლასი. 1982-94 წლებში საბერძნეთის ნაკრების მცველი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. საბერძნეთის ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. საკლუბო დონეზე იცავდა ათენის აეკ-ის ღირსებას და ამ კლუბის ერთ-ერთი ლეგენდარული ფეხბურთელია. მანოლასი საბერძნეთის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელია. აეკ-ის შემადგენლობაში ჩაატარა 451 მატჩი, გაიტანა 34 გოლი.

1962. პასკუალე მარინო. იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი. 2005-07 წლებში წვრთნიდა “კატანიას”. 2007 წლიდან “უდინეზეს” დამრიგებელია.

1963. სპად უები. გამოდიოდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე გუნდში. ამპლუით მცველი (192 სმ). ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული აქვს 814 მატჩი და საშუალოდ 9.9 ქულას აკეთებდა.

1969. კახი კახიაშვილი. ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 1992 წელს მან ოქროს მედალი საქართველოს სახელით ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო 1996 და 2000 წლებში, საბერძნეთის ღირსებას იცავდა. კახიაშვილმა 1995, 1998 და 1999 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონობა 1992, 1993, 1995 და 1996 წლებში მოიგო. მსოფლიოს პირველობების ორგზის ვერცხლის მედლების მფლობელი (1993, 1994). დამყარებული აქვს მსოფლიოს ცხრა რეკორდი. ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 1994). 1992 წელს გახდა დსთ-ის ჩემპიონი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ორჯერ აღიარეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1992, 1993). ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი, საბერძნეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის ორ-ორი ოქროს მედლის ლაურეატი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.

1974. იარნო ტრული. ფორმულა1-ის იტალიელი მრბოლი. მისი მშობლები ფორმულა1-ის გულშემატკივრები არიან და შვილს სახელი ფინელი პილოტის იარნო საარინენის პატივსაცემად დაარქვეს. საარინენი 1973 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. იარნო ტრულს 2004 წელს მონაკოს გრან-პრი აქვს მოგებული. ამჟამად “ტოიოტას” გუნდის წევრია.

1979. კრეიგ ბელამი. უელსის ნაკრების, “ნორვიჩის”, “ქოვენთრის”, “ნიუკასლის”, “სელტიკის”, “ბლექბერნის”, “ლივერპულის”, “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2007). უელსის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 16 გოლი.

1985. გილერმო ოჩოა. მექსიკის ნაკრების, “ამერიკას”, “აიაჩოს” მეკარე. 2007 წელს გახდა კონკაკაფის ჩემპიონი. კოპა ამერიკას ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი. 2006 წელს მოიპოვა კონკაკაფის ჩემპიონთა თასი. ოჩოა მექსიკის ჩემპიონია.

0.112441