თამაშგარე

0:05 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკი და ელენა დიდ მოლოდინში არიან

დიდ გაწამაწიაშია სერბი მეჩოგნე ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ცოლთან ბევრი მსჯელობისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მერე, როგორც იქნა ლაპარაკის ნაცვლად “საქმეზეც გადავიდა” და სულ მალე მეორე შვილის მამა გახდება. მის ცოლს მეორე შვილის გაჩენა ცოცხალი თავით არ სურდა, მაგრამ ნოვაკმა თავისი მაინც გაიტანა.

ჩოგბურთელის მეუღლე, ელენა რისტიჩი უკვე ათი წელია, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩის ცოლია და ათწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ერთი შვილი ამ წყვილს უკვე ყავთ. ელენას მეორე შვილის გაჩენა თურმე იმიტომ არ სურდა, რომ პირველი ორსულობა ძალიან რთული ქონია და აბა რა გასაკვირია, რომ შეშინებულია.

ნოვაკი ბულვარულ მედიასთან საუბარში გულმოდგინედ ირწმუნება, რომ არც მან და არც მისმა ცოლმა ბავშვის სქესი არ იციან და ეს შეგნებულად გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვის სქესის გაგება მათთვის კიდევ ერთი სახალისო სიურპრიზი იყოს. აბა ზოგიერთ ქართველ მამას კი არ გავს, ქალიშვილის შეძენის დროს კედელს რომ უბრახუნებენ ხოლმე თავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184462