ფეხბურთი

0:20 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” სანტოსი სამშობლოში დააბრუნა

“ვალენსიამ” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ადერლან სანტოსი “სან პაულოში” გაანათხოვრა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი სამშობლოში 2018 წლის 31 დეკემბრამდე იჯარით ითამაშებს და შემდეგ ბრაზილიურ კლუბს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანტოსს “ვალენსიაში” დარჩენა სურდა, თუმცა ახალი მწვრთნელის მარსელინიო ტორალის გეგმებში ვერ მოხვდა და საბოლოოდ სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწია.

სანტოსი “ვალენსიაში” 2015 წლის ზაფხულს “ბრაგადან” გადავიდა. მან გასულ სეზონში “ლოს ჩეს” რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110395