ფეხბურთი

19:40 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” კორშია დაიმატა

“სევილიამ” ფრანგული “ლილის” მარჯვენა მცველი სებასტიენ კორშია დაიმატა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი სევილიაში უახლოეს საათებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კორშია “ლილის” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. მან გასულ სეზონში “ძაღლების” რიგებში 40 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. სებასტიენს საფრანგეთის ნაკრების მაისურით ერთი მატჩი აქვს გამართული.

0.110515