ფეხბურთი

18:51 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ვიტოლო გაიფორმა

ესპანეთის ნაკრების და “სევილიას” ნახევარმცველი ვიტოლო მადრიდის “ატლეტიკომ” გაიფორმა. “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მადრიდულ კლუბს ტრანსფერი 36 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც იცით, “ატლეტიკოს” სატრანსფერო სანქცია ადევს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელებს ვერ დაარეგისტრირებს. ამიტომაც, ვიტოლო 31 დეკემბრამდე იჯარის წესით მშობლიურ “ლას პალმასში” ითამაშებს.

ვიტოლო “სევილიაში” 2013 წელს სწორედ “ლას პალმასიდან” გადავიდა. მან გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის მაისური 43-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113401