ფეხბურთი

20:15 | 12.07.2017 | ნანახია 5824 - ჯერ

უფსკრული

სიმართლე გითხრათ, ევროტურნირების დაწყებამდე დადებითი შინაარსის მქონე წერილის თქვენამდე მოტანას ვისურვებდი, მაგრამ მომხდარმა სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა და ამიტომ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, სათქმელი უნდა ითქვას, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

უფსკრულში

ქართული საკლუბო ფეხბურთი უფსკრულისკენ კი არ მიექანება, უკვე იქაა. ალბათ, ეს სახელი ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ რეალობას ყველაზე მეტად შეესაბამება. 7 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 2 გატანილი და 20 გაშვებული გოლი – ეს მშრალი, სტატისტიკური ციფრებია, რომელიც ერთი შეხედვით ასახავს ქართული კლუბების წლევანდელ მონაგარს ევროსარბიელზე.

ცალსახაა, რომ განსაკუთრებულ შედეგს არავინ ველოდით, მაგრამ არც ასეთი კოშმარი იყო მაინც და მაინც სასურველი. რამ გამოიწვია ეს შედეგი, ამის მიზეზი ბევრია და ქვემოთ ცალკე პუნქტებად ვეცდებით დავყოთ.

მიზნის გარეშე

რაც უნდა ბევრი იძახონ ამა თუ იმ გუნდთა მთავარმა მწვრთნელებმა, ხელმძღვანელებმა თუ მეპატრონეებმა, ფაქტია ქართულ კლუბებს დღეს მიზანი არ გააჩნიათ. უხეშად რომ ვთქვათ, მთავარი მიზანი წლიდან წლამდე თავის გატანა და სეზონის გადატანაა. მერე რა მოხდება, არავის აინტერესებს. შორს არ წავიდეთ და ბოლო მაგალითზე ვთქვათ: “სამტრედია” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ იმ გუნდისგან დღევანდელი ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. იმერული გუნდი ლიდერებმა დატოვეს და შესაბამისი შევსება გუნდს არ მიუღია. ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაშიც კარგად გამოჩნდა – გუნდი უფერულად თამაშობს შარშანდელთან შედარებით. არადა, წესით, ყველა ნორმალური მენეჯმენტის კლუბში, როდესაც ჩემპიონი ხდება, გაძლიერებაზე ფიქრობენ და საქმეც წინ მიჰყავთ. თუმცა, აქ მხოლოდ “სამტრედია” არაა შუაში. ყველა ქართულ გუნდში ასე ხდება. აგერ, “დინამო” ავიღოთ – როგორც იქნა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა გამართული ფეხბურთის ჩვენება დაიწყო, ლამაზად თამაში, თითქოს შედეგიც დაიდო, მაგრამ ლიდერები გუნდიდან წავიდნენ. ახლა კი, კახა კაჭარავას ფაქტობრივად ცარიელი ფურცლიდან უწევს ყველაფრის დაწყება. და ასე გამუდმებით – ყოველ 6 თვეში ერთხელ წრეზე ვტრიალებთ.

და მაინც, ყოველივე ზემოთქმულსაც აქვს თავისი შესაბამისი მიზეზი – დღეს ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ ფეხბურთელების შენარჩუნება, რადგან თუ ვინმე თავს გამოიჩენს თვალი გასაგები მიზეზების გამო “გაქცევაზე” უჭირავს, კლუბი კი მას ვერაფრით აკავებს, რადგან მასთან კონტრაქტი უკვე აღარ აკავშირებს, ანაც წინასწარ დევს ხელშკრულებაში პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკეთესი, სასურველი ვარიანტის შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალოს. გარდა ამისა, ქართული გუნდების ერთადერთი შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვაა – ჩვენში კლუბებს არ ჰყავთ სპონსორები, არ აქვთ რეკლამა, არ იღებენ ტელეტრანსლაციებიდან ფულს, არ იყიდება ბილეთები. მოკლედ, ფინანსურად საქართველოში გუნდის შენახვა ყველა ვარიანტში წამგებიანია, თუ არ გაყიდის ფეხბურთელს. არსებობს მეორე ვატიანტიც – გავიდეს ევროსარბიელზე და უეფადან მიიღოს თანხა...

მოკლედ, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სატირალია და არცერთ მზარდ საფეხბურთო ქვეყანაში ასე არ ხდება. აგერ, “ყარაბაღს” შეუძლია ფეხბურთელი შეიძინოს ვარშავის “ლეგიადან” – იმ ქვეყნის ჩემპიონისგან, რომელშიც ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები დაუფიქრებლად გარბიან. ამის შემდეგ კი, ბუნებრივია გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონი ჩვენს ჩემპიონს უშანსოდ ანადგურებს.

სად ვთამაშობთ?!

სად ვთამაშობთ პირდაპირი გაგებით? – ფეხბურთი რომ ითამაშო პირველ რიგში სტადიონი, შემდეგ კი ბაზა გჭირდება. და რა ხდება ამ კუთხით ჩვენთან? – წლეულს ევროსარბიელზე გასული ოთხი გუნდიდან სამს სხვა სტადიონზე და სხვა ქალაქში მოუწია თამაში – შესაძლოა, ბევრისთვის ეს პატარა მიზეზი იყოს, მაგრამ თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორს დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამტრედიისა და საჩხერის სტადიონები უეფას ვიღა ჩივის და საქართველოს მოთხოვნებს ძლივსძლიობით აკმაყოფილებენ, ხოლო ბათუმში სტადიონი დიდი ხანია არაა. რა არ დაიწერა და რა არ ითქვა, ბათუმის არენაზე, მაგრამ დაპირებების გარდა ჯერჯერობით ადგილობრივ გულშემატკივრებს, რომელთაც ფეხბურთი მართლა ძალიან უყვართ, არაფერი მიუღიათ. ერთადერთი ქუთაისის “ტორპედო” იყო, რომელსაც საკუთარ კედლებში მოუწია თამაში – თუმცა, აქაც იყო დიდი ლაფსუსი: “რამაზ შენგელიას” სტადიონი ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთის სათამაშოდ იდეალურ მდგომარეობაშია. მეტიც, პროგრესირებად ქვეყნებში ასეთ მოედნებზე არ თამაშობენ! თუმცა, რა გინდა რომ ჰქნა, მშველელი არსაიდან ჩანს.

როგორ ვთამაშობთ?!

როგორ ვთამაშობთ პირდაპირი გაგებით? – არ ვიქნებით ალბათ მტყუანნი თუ ვიტყვით, რომ დღეს ქართული გუნდები ისე თამაშობენ, როგორც 50 წლის წინ... ანუ ქართული ფეხბურთი დროს ჩამორჩა. უპირველის პრობლემა ფიზიკური მომზადებაა. ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე ჩატარებულ მატჩებს თუ ავიღებთ მხედველობაში 70-ე წუთის შემდეგ მოედანზე ვეღარ ნახავდით. ქუთაისის “ტორპედომ” სლოვაკეთში სამი გოლი ბოლო 15 წუთში გაუშვა, იგივე დაემართა ზუსტად ბათუმის “დინამოს”, “სამტრედია” ამ დროში ორ გაშვებულ გოლს “დასჯერდა”, ხოლო “ჩიხურას” არ გაუშვია, მაგრამ ერთ დეტალს გავიხსენებთ – “ალტახთან” მატჩის 86-ე წუთი მიმდინაორებდა, როცა ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს აუტი დაინიშნა ავსტრიელთა სასარგებლოდ. იმის მაგივრად, რომ იმერლებს, რომელთაც გოლის გატანა სჭირდებოდათ, ბურთი მალევე დაებრუნებინათ, საერთოდ ვერ დაიბრუნეს. ასე გაილია “ჩიხურასთვის” ძვირფასი 4 წუთი და ამას დამატებული მსაჯისგან სამი წუთი, აუტის, კუთხურის თუ ჯარიმების გათამაშებაში “ალტახის” სასარგებლოდ. საჩხერელებს ძალა არ აღმოაჩნდათ იმისთვის, რომ მეტოქესთან პრესინგი განეხორციელებინათ და შეტევის წამოწყება ეფიქრათ.

საინტერესოა, რომ ყოველი თამაშის შემდეგ მწვრთნელებისგან თუ ფეხბურთელებისგან გვესმის გაცვეთილი ფრაზები – ფიზიკურად გვაჯობეს, ვერ გავუძელით, გამძლეობა არ გვეყო და ა.შ გაუთავებლად... ჩნდება ერთი კითხვა: თუ ამდენს ვათვიცნობიერებთ, რომ ფიზიკურად სათანადოდ მზად არ ვართ, რატომ არ ვემზადებით მანამდე, სანამ რეალობა სარკეში ჩაგვახედებს? რატომ ველოდებით ურემის გადაბრუნებას, რომ გზა გამოჩნდეს?..

ესეც არ იყოს, რბილად რომ ვთქვათ, თამაში არ ვიცით – დიახ, არ ვიცით, თანამედროვედ, ევროპულად ფეხურთის თამაში. ქართულ გუნდებში თქვენი არ ვიცით, და ჩვენ ნამდვილად ვერ დავინახეთ ყოველივე ეს. არ ვიცით, პრესინგი მეტოქის ნახევარზე, არ ვიცით, ბურთის გაჩერება ისე, რომ მასზე 10(!) წამი არ დავხარჯოთ. არ ვიცით, პასის ისე მიღება, რომ კარისკენ ზურგით არ ვიდგეთ. არც ის ვიცით, როგორ წავმართოთ კონტრშეტევა თუ ამის შესაძლებლობა იქნება, როგორ გადავიდეთ დაცვიდან შეტევაში სწრაფად და გააზრებულად. თქვენ წარმოიდგინეთ, არც სტანდარტული სიტუაციების დროს ვიცით თამაში! – მოკლედ, ნათელია, რომ ფეხბურთის თამაში თანამედროვედ არ ვიცით, ისე კი ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევა და თუნდაც ერთი ბარიერის დაძლევა წარმოუდგენელია. სამწუხაროა, მაგრამ დრო გადის, სხვები პროგრესირებენ, თუ არ იციან, სწავლობენ, მაგრამ ჩვენ პირიქით – გვავიწყდება...

საიდან იწყება პრობლემა?

ბუნებრივია, 20-21 წლის თუნდაც 17-18 წლის ფეხბურთელს, რომელიც ეროვნული ლიგის გუნდში მოხვდა, ფეხბურთის თამაშს ვეღარ ასწავლი. ის უკვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული მოთამაშე, რომელმაც იცის მოედანზე რა და როგორ უნდა გააკეთოს. ამას კი, ბავშვობაში სწავლობენ სხვაგან, მაგრამ როგორც ჩვენი რეალობა ასახავს, ბავშვთა ფეხბურთში ამას ყურადღება ნაკლებად ექცევა. ნელ ტემპში თამაში, გუნდის ინტერესებს მიღმა თამაში, არასწორად თამაში – როდესაც ამ ყველაფერს პატარა ასაკიდან ეჩვევი, მერე ბუნებრივია ზრდასრულ ადამიანს გადაწყობა და გადაჩვევა რომ გიჭირს. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, მწვრთნელებთან მივყავართ – არახალია, რომ საქართველოში სამწვრთნელი საქმიანობა კრიტიკას ვერ უძლებს – განსაკუთრებით ეს პრობლემა სწორედ დამწყებ ასაკთად დგას, მაგრამ არც დიდ ფეხბურთშია მაინც და მაინც უკეთესობა.

მწვრთენელობა საქართველოში ბევრს ადვილი პროფესია ჰგონია, მაგრამ ასე სულაც არაა – მწვრთნელი მუდმივად ახლის ძიებისა და სწავლის პროცესში უნდა იყოს, რომ საკუთარი თავი განავითაროს. განავითაროს, რადგან დღეს ფეხბურთელი სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებს და ლამის ყოველდღე ახალ სათამაშო ნოვაციას ედება საფუძველი. ბუნებრივია, როდესაც ამ ყველაფერს ნაბიჯს ვერ აუწყობ, ჩამორჩები, შედეგიც სახეზე დადგება. ეს არ ეხება მხოლოდ მთავარ მწვრთნელებს – ეს ეხება ყველას, მეკარეების მწვრთნელებიდნა დაწყებული, უბრალო მასაჟისტით დასრულებული.

ჩვენთან პირიქით

მიიჩნევა, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და მომგებიანი სპორტის სახეობაა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ქართულ ფეხბურთზე. ჩვენში არ არსებობს არანაირი მენეჯმენტი და არანაირი გათვლა. ყველაფერი თითქოს სპონტანურად ხდება. ერთეული გამონაკლისების გარდა, კლუბები ჯერაც ადგილობრივი ხელისუფლების კმაყოფაზე არიან და არავინ იცის ხვალ იქნება თუ არა საერთოდ ქალაქში ფეხბურთი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად უყვარს კონკრეტულ გუბერნატორს სპორტის ეს ლამაზი სახეობა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – არსად ასეთ რამეს ვერ ნახავთ. თუმცა რა გვიკვირს – ბიზნესი მაშინაა ბიზნესი, როდესაც მოგებიანია, ფეხბურთი კი დღეს წამგებიანია. როდესაც გუნდს შემოსავალი არსაიდან აქვს და მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდისა და უეფას გამოწვდილ თანხაზეა დამოკიდებული. ზემოთაც ვთქვით და დღეს ქართულ ფეხბურთში შემოსავლის მთავარი წყაროები არ არსებობს: ტელევიზიები, ბილეთები, სპონსორები, რეკლამები და უმეტესად ტრანსფერებიც.

ფეხბურთი რომ პრიორიტეტული აღარაა, იქედანაც ჩანს, რომ სტადიონების ნაცვლად ხშირად კორპუსებს ვაშენებთ. აგერ, “დინამოს” ბაზასთან მიმდინარე მშენებლობაზე ბევრი დაიწერა. გარდა ამისა, ბევრი სტადიონმა არსებობა უკვე შეწყვიტა და რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს, ზემოხსენებული მიზეზით – კლუბებს საკუთარ ბაზაც არ გააჩნიათ – აგერ რუსთავის “მეტალურგს” “ფოლადზე” ვარჯიში აუკრძალეს – ეს ხომ იმ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას ნიშნავს, რომელიც ყოველთვის ქმნიდა ამინდს ჩვენში? – არადა, ჩინებული საფეხბურთო არენაა რუსთავში, ხელის შევლება უნდა მხოლოდ... თუმცა, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში საფეხბურთო სტადიონი 11 წელია აღარ არსებობს და სამაგიეროდ, არის უამრავი დაპირება რომ იქნება...

ამბობენ, რომ ფეხბურთი რომ განვითარდეს, აუცილებელია ხალხი სტადიონზე დაბრუნდეს. უცნაურია, მაგრამ რას ვთავაზობთ ხალხს სტადიონზე რომ ვეპატიჟებით? – წმინდა სათამაშო ასპექტებს თავი რომ დავანებოთ, თემა გავაგრძელოთ: ტრიბუნები კომფორტული არაა. თითო ოროლა არენის გარდა დღეს ქართული სტადიონები კომფორტს ემდურის – არადა, ორჯერ-ორია, კარგ საფეხბურთო არენაზე მისვლა და თამაშის ყურება ადამიანს უფრო სიამოვნებს. აგერ, ჩვენთან რა მოსატანია, მაგრამ მაგალითად გამოდგება – იტალიაში დღემდე მთავარ პრობლემად ტრიბუნებზე ხალხის ნაკლებობა სახელდება, არადა, პრბოლემა უშუალოდ სტადიონებშია. “იუვენტუსი” სანამ ახალ არენას ააშენებდა, 25 ათას მაყურებელზე მეტს იშვიათად თუ მოუყრიდა თავს, მაგრამ როდესაც თანამედროვე პროდუქტი (ამ შემთხვევაში სტადიონი) შესთავაზა ქომაგებს, ტრიბუნები გაივსო – 6 წელია, “იუვენტუსი” იტალიაში ყველაზე დასწრებადი გუნდია. ეს შედეგი კი, ბუნებრივია სტადიონმა მოიტანა.

ცალსახაა, რომ თუ გუნდები სტადიონებს საფუძვლიანად გააკეთებენ, ხალხი აუცილებლად მოიმატებს. ესეც რომ არ იყოს, გინდა არ გინდა, აიწევს სათამაშო დონეც – სულ სხვაა, როდესაც ფეხბურთელს კარგ მინდორზე უწევს ბურთის გორება და სულ სხვა, როდესაც მაგალითად ქობულეთის “ჩელე არენის” ე.წ ხელოვნურ საფარზე უწევს გარჯა.

უწყვეტი რეგრესი

ბოლო სამი სეზონია ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე პირველივე მეტოქესთან მარცხდებიან. მეტიც, ჩემპიონთა ლიგაც რომ დავუმატოთ, ერთადერთი “დინამომ” გადალახა შარშან სომხური “ალაშკერტის” ბარიერი, რამაც საბოლოოდ ევროპა ლიგის პლეი-ოფამდე მიიყვანა, თორემ გაცილებით სავალალო შედეგის წინაშე ვიქნებოდით. არადა, იყო დრო, როდესაც ევროპა ლიგის ჯგუფთან ერთ ნაბიჯში ვიყავით – გორის “დილა” (ორჯერ), “ზესტაფონი”, “დინამო” (ორჯერ). ის დროც იყო, როცა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით და ის დროც, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფამდე ერთი გოლი დაგვაკლდა. შესაძლოა ასე არ ყოფილა სტაბილურად, მაგრამ ასეთი გამონათებებზე ახლა მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოსავალის ძებნა ჩემპიონატის ფორმატში დაიწყო. შემოდგომა-გაზაფხულის სისტემიდან გადავედით გაზაფხული-შემოდგომის სიტემაზე. არადა, ყველა პროგრესირებად ქვეყანაში იმ სისტემით თამაშობენ, რომელსაც ჩვენ ზურგი ვაქციეთ. აგერ, მაგალითად რუსეთი მეორე წელია სწორედ შემოდგომაზე-გაზაფხული სისტემით ატარებს ჩემპიონატს, რადგან მანამდე დიდი პროგრესი ვერ დაინახეს. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მსგავსი ფორმატია – მაგალითად, ყაზახეთი და რა შედეგიც აქვს ყაზახურ ფეხბურთს კარგად მოგვხსენება, მაგრამ მაინც ცალსახაა, რომ ნაბიჯი სარისკო იყო. გაამართლა თუ არა, ახალმა ფორმატმა, ამაზე გადაჭრით საუბარი ახლა შეუძლებელია – ჯერ მხოლოდ პირველი წელია და ბუნებრივია შედეგის დანახვა რთულია, მაგრამ ფაქტია, ამ ჯერზე შედეგი ცალსახად უარყოფითია. აქვე აღვნიშნოთ, რომ ახალ ფორმატის მინუს-პლიუსებიც: “სამტრედია” ჩემპიონი დეკემბერში გახდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მესამე ადგილზეა და ზემოთაც აღვნიშნეთ, გაცილებით სუსტად თამაშობს. იგივე ითქმის ბათუმის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურაზეც” – 6 თვე საკმაოდ დიდი დროა, მითუფრო, როდესაც საქმე ქართულ ფეხბურთთან გვაქვს და ბევრი რამ იცვლება ამ დროში. პლიუსად, რასაც იდეაში ყველა ვეთანხმებოდით, გუნდების ფორმაში ყოფნა უნდა მივიჩნიოთ. წესით, გახურებული ჩემპიონატიდან კლუბებს ევროსარბიელზე ჩართვა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ... მაგრამ აგერ მაგალითად, “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ ისინი ახალ ფორმატს მოუმზადებელნი შეხვდნენ...

და მაინც, გადაჭრით ეროვნული ლიგის ახალ ფორმატზე დასკვნის გამოტანა არ შეიძლება – ქართული გუნდები ხომ წარუმატებლად წინა წლებშიც ირჯებოდნენ... ყველაფერს დრო გამოაჩენს.

მოკლედ, პრობლემა ძალიან ღრმა და ბევრია, რომელზეც მომავალშიც დაიწერება. სათქმელი უნდა ითქვას, ყველაფერს ანალიზი სჭირდება. და კიდევ: კარგი იქნება გზას მანამდე თუ დავინახავთ, სანამ ურემი გადაბრუნდება, თორემ მერე ფასი ეკარგება. ამასობაში კი, ჯერაც არ დაწყებული ევროსეზონი ქართული გუნდებისთვის დასრულებულია – რეალობა მძიმეა.

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (65)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:28 | 14.07.2017
beka7772 (532)

ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ევროპაში;
ეროვნუკი ჩემპიონატი ლამის მოყვარულთა დონის , ძალიქნ დაბალი სათამაშო დონე;
კლუბების გამოსვლა ევროთასებზე სამარცხვინო.
ამას ემატება სახელწმიფო დაფინანსება, ანუ ეს გუნდები თავისი მოღვაწეებით ანგარიშვალდებულია ხალხის და ქვეყნის წინაშე.
ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს?

11:22 | 14.07.2017
beka7772 (532)

ავტორს ამდლობა სტატიისთვის,
ძალიან სამწუხაროა ჩვენი ფეხბურთის ასეთ დღეში ხილვა.
ყველანაირ მოთმინრბას საზღვარი აქვს. რეალური ცვლილებები და წინ გადაგდმული ნაბიჯებია საჭირო.

14:19 | 13.07.2017
samartali+ (965)

სრული სერიოზულობით ვკითხულობ: საერთოდ რომ არ არსებობდეს ფეხბურთის ფედერაცია, რამე უარესი შეიძლება მოხდეს ჩვენს ფეხბურთში, რაც დღეს ხდება?

14:32 | 13.07.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6890)

მარტო ფეხბურთის ფედერაცია ? ერთ დღეს მთელი ქართული ბიუროკრატია რო გაქრეს მთავრობიან-პარლამენტიან-მერიებიანად დაშავდება ვითომ რამე ამაზე მეტად ? DDDDDDD

15:34 | 13.07.2017
BEERTRANCE (92996)

+ ეს ე.წ. ექსპერტები DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

14:14 | 13.07.2017
samartali+ (965)

არ დააბრუნოთ ზესტაფონი! არ შეცდეთ! ითვალეთ უსტადიონო ბაზები და 0-5 და ასეთები! გაისად უარესი იქნება. აბა თქვენ იცით. ვინ დაგწყევლათ ასე: არც თქვენი იცოდეთ და არც სხვისი გესმოდეთო. დღევანდელ პირობებში ზესტაფონს რომ კაცი უფეხბორთოთ დატოვებ ის უბრალოდ უგუნურია ან მტერი!

11:53 | 13.07.2017
giosvani (786)

ბევრი რამ არის შესაცვლელი მაგრამ პირველ რიგში ელემენტარულით უნდა დაიწყონ , უნდა განახევრდეს გარანტირებული თანხები ყველა ლიგაზე და ეს თანხები ბაზების და სტადიონების ასაშენებლად მიიმართოს, მწვრთნელების გადამზადება უფრო ეფექტურად უნდა წარიმართოს , შეიცვალოს ფორმატი ისევ შემოდგომა გაზაფხულზე 10 გუნდიანი ლიგა უნდადარჩეს , უნდა გამკაცრდეს ლიცენზირება ევროპაზე არ უნდა მიეცეთ თამაშის უფლება იმათ ვისაც საკუთარი სტადიონი მინიმუმ 3 ვარსკვლავიანი არ აქვს. ეს მინიმუმია , ამ რეფორმებში რაც კობიმ გაატარა მარტო შეფუთვა და ტრანსილაციები არის მისაღები სხვა ყველაფერი შესაცვლელია.

14:17 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

+1

10:43 | 13.07.2017
vasilich (1429)

ramdeni zestafons 1-5, 0-4 da 0-5 arsad, arasdros da aravistan caugia, imdeni shercxvena mtyuans!

10:43 | 13.07.2017
vasilich (1429)

10:03 | 13.07.2017
uzlevi (409)

საინტერესო სტატია არის. ავტორი მტკივნეულ წერტილებს ზუსტად აღწერს. ვეთანხმები ყველაფერში. ძალიან მიყვარს ქართული ფეხბურთი, მაგრამ გული მტკივა რომ ასეთ ცუდ დღეში არის დღეს. თბილისის დინამოს თამაში მომწონდა სანამ გაყიდეს არაბული და ლობჟანიძე. როგორ ვერ აბამთ თავს ქართველებო ფეხბურთის განვითარებას. ესეც მთვარეზე გაფრენა ხომ არ არის?

10:00 | 13.07.2017
echviani (1656)

ჯერ სტადიონი და მერე ბაზაო. არა. ჯერ ბაზა, ჯერ თამაში ისწავლე და მერე გადი სტადიონზე. ძველ ფეხბურთს თამაშობენ. ლაბანოვსკის დაცინოდნენ, სქემებით ათამაშებს გუნდსო. ახლა ვინ არის სასაცილო? ქართველი ბურთს რომ მიიღებს არ იცის რა ქნას, ამიტომ მატაობას იწყებს, ჰოდა ჯობია ვარჯისზე ასწავლო, აქ რომ მიიღებ ბურთს მარჯვნივ უნდა გაიხსნას კოკოიე ხოლო მარცხნივ სევასტიე. მოკლედ იმ ხუმრობის რა ვთვიო, მაგრამ ევროპაც დაახლოებით იგივეს აკეთებს.

09:14 | 13.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (3930)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:44 | 13.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (3930)

რატო დაიბლოკა ვერ გავიგე მოხსენი ცენზურა.არაფრის დაწერას არ აქ აზრი

06:27 | 13.07.2017
lashamax (492)

გეტყვით სიმართლეს საქართველოში ფეხბურთის დაკნინება ხდება შეგნებულად.
თუნდაც ავიღოთ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ვუყურე მე რამდენიმე თამაშს და ვერ ვნახე იქ ჩვენს ბიჭებზე ნიჭიერი მოთამაშეები. რომელი ჯობდა არიბიძეს, ჩაკვეტაძეს, ლაკვეხელიანს, ვალს. შეკრიბე ეს ბიჭები თუნდაც დინამოში და ესენი 2 წელიწადში სლავიას და ლეგიას დონის გუნდებს 3-0 მოუგებენ. მაგრამ არ უნდათ.
რა მიზანი აქვს ფიფიას, რუს ბიზნესმენს რა გეგმები აქვს დინამოში ჩანს რამე? რას ისახავს მიზნად? მხოლოდ ერთადერთს დინამო არ გახდეს კარგი გუნდი და დარჩეს ასე მაჩანჩალა.

12:12 | 13.07.2017
sabonis (6104)

19 წლამდელებს ერთი პრობლემა ქონდათ მარტო, მწვრთნელი ყავდათ დაბალი დონის.ეს კარგათ გამოჩნდა ჩეხეთთან.

08:21 | 13.07.2017
lagashi (1335)

მეც მაგას ვიძახი და მივტირი 2012 წლის 17 წლამდელებს,

06:17 | 13.07.2017
lashamax (492)

რა უნდოდა ამ სტატიის ავტორს ვერ გავიგე.
თურმე არაფერ შუასი ყოფილა ფედერაცია და გაპარლამენტებული მისი პრეზიდენტი.
არავინ სვამს კითხვას რას ხმარდება 300 მილიონი რომელსაც ყოველწლიურად სახელმწიფო ურიცხავს ფედერაციას.
რატომ ვერ ახერხებს ფედერაცია ევროპელი მწვრთნელების მოწვევას და მის თუნდაც ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებას.
რატომ ხდება რომ ნაკრებიდან გაგდებული ცხადაძე ყაზახეთის საუკეთესო მწვრთნელად სახელდება.
ისიც ტყუილია რომ თურმე თუ ბავშვობაში ვერ ისწავლა გამართული თამაში ფეხბურთელმა მერე შეუზლებელია რაიმეს სწავლა. პროფესიონალი მწვრთნელის ხელში ყველა ფეხბურთელს შეუძლია გამართული თამაშს აუღოს ადვილად ალღო

02:22 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

ქვემოთ შევეცადე ამეხსნა, რომ არ გვაქვს ქვეყანას, არც სახელმწიფო და არც კერძო ფინანსური რესურსი, რომ საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოვებული საკლუბო ჩემპიონატის ფინანსური უზრუნველყოფა მოვახდინოთ. გეთანხმებით, რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია მსოფლიოში და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სპორტის სახეობაც. იმაშიც გეთანხმებით, რომ ერთხელ თუ შევძელით საფეხბურთო მეურნეობის ფეხზე დაყენება, მერე თავსაც შეინახავს და ქვეყანასაც მოგებას მოუტანს, მაგრამ ვინ არის მილიარდების ჩამდები ამ საქმეში. ამიტომ ვიძახი ის თანხები რაც იდება და როგორი სტრუქტურითაც იდება გაზფხულს ვერ მოიყვანს ქართულ ფეხბურთში. ეგ ფული ყველა ჩვენთაგანისაა და დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ არა ეფექტურად ვფლანგავთ.

01:29 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ჩისკოს-ქონდა-ტუარ-ვცდები-ყველაზე-მაღალი-ანაზღაურება-25-ათასი-დოლარი

01:30 | 13.07.2017
რაჭა (8992)

კი...

01:28 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაჭა-დილას-რო-აფინანსებდნენ-მაშინ-საშვალო-ხელფასი-იყო-10-ათას-ლარამდე-თუმცა-სკენდერს-ჩვენს-მეკარეს-25-ათას-ლარამდე-ქონდა-გამონაკლისებს-რა-მაგხელა-ტანხებს-რო-შესთავაზებ-ფეხბურთელს-არ-გაგიჭირდება-კარგი-ლეგიონერის-ჩამოყვანა-ვაწაძეც-ეგრე-იღებდა-20-ზე-მეტს

01:30 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ჰო ეგ უკვე ნორმალურია...

01:25 | 13.07.2017
რაჭა (8992)

დინამოში არ არის მაღალი ხელფასები...ნაღდად არ ვიცი, მაგრამ 10000 დოლარზე მეტი არ იქნება

02:26 | 13.07.2017
რაჭა (8992)

1000

01:26 | 13.07.2017
drogba_ (10134)

არა-რა-10-ატასი-თან-დოლარი-ლარიც-არექნება-არავის

01:28 | 13.07.2017
რაჭა (8992)

შეიძლება

01:21 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაჭა-მაგ-არაბულს-ექნებოდა-მაქსიმუმ-რომ-გაწელო-ოთხი-ხუთი-ათას-ლარამდე-მაგდენიც-არამგონია

01:22 | 13.07.2017
რაჭა (8992)

არამგონია...

01:23 | 13.07.2017
რაჭა (8992)

საბა უნდა შეენარჩუნებინათ...ალბათ არ მიცეს ნორმალური ხელფასი

01:23 | 13.07.2017
drogba_ (10134)

აბა-მეტი?

01:20 | 13.07.2017
geo.ragby (305)

ვერავინ დამაჯერებს რო ჩვენს ქვეყანაში 8-9 წლის 200-300 ნიჭიერი ბავშვი არ მიძებნოს, მაგრამ არც მწვრთნელები ვარგიან არც სელექციონერები რომ გაზარდონ პროფესიონალებად. მგონი ფარერებს დავეწევით მალე ესეთი ტემპით.

01:25 | 13.07.2017
drogba_ (10134)

მწვრთნელებიც-არანაკლებ-პრობლემატურია-ვიდრე-ფეხბურთელები-სწორად-თუარ-აწავლე-და-ჩამოაყალიბე-ფეხბურთელი-რანაირი-ნიჭიც-არუნდა-ქონდეს-გაუჭირდება-ევროპული-ფეხბურთის-თამაში

01:17 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაჭა-ჩვენ-არაგვაქვს-მაგის-ფინანსები-თუნდაც-10-ათასი-ლარი-გაწერო-საშვალო-ხელფასი-თორე-მერე-ნახავდი-როგორ-მოგვიგებდნენ-აზერები-იმათი-ნახევარი-ხელფასის-ფულით-ისეთ-ხალხს-შეაკავებდი-გინდაც-ჩამოიყვანდი-რო-შეიძლება-აქეთ-მოვუგოთ-5-0

01:17 | 13.07.2017
რაჭა (8992)

დროგბა
მე არაბულზე დიდი წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ დარჩებოდა თუნდაც იგივე ხელფასი მიეცათ..დააკლეს

01:19 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ერთერთი-მთავარი-მიზეზი-ეგ-იქნებოდა-რატოც-დატოვა-დინამო-დარწმუნებული-ვარ-მინიმუმ-5ჯერ-დიდ-თანხას-შესტავაზებდა-ის-უნგრული-კლუბი

01:14 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაჭა-იმიტო-გარბიან-ძმაო-საზღვარგარეთ-იქ-ათჯერ-მეტს-იღებენ-თორე-შენ-გგონია-უნდათ-წასვლა-ყაზახეთებში-და-ესტონეთებში-ვიცნობ-ფეხბურთელებს-და-მილაპარაკია-მაგ-თემაზე-რა-ჩემი-დიშლა-მინდაო-ასე-აქვთ-ნათქვამი-აქ-ნახევარი-იმათი-ხელფასი-მომცა-არც-წავიდოდი-დავრჩებოდიო

01:15 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ხო, მაგიტომ გკითხე ხელფასების ოდენობა...

01:04 | 13.07.2017
რაჭა (8992)

დროგბა
ნუ, შენ დილას ავ-კარგი, მეტ ნაკლ-ებად ქე იცი...რამდენია დილას ფეხბურთელის (ვინც იცი) ხელფასი???

01:08 | 13.07.2017
drogba_ (10134)

როგორ-არ-ვიცი-1500-და-2000თასამდეა-საშვალო-ხელფასი-ლეგიონერებს-3500-მდე-აქვთ-ზოგს

01:08 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ლარი????

01:09 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ლარი-აბა-მა

00:58 | 13.07.2017
რაჭა (8992)

drogba_
ეჰ მად იმდენი ფულია ორი კლუბის ბიუჯეტი იქნება საქართველოს ბიუჯეტის ტოლი....

01:03 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ხოდა-ძმაო-იმიტომაც-აქვთ-ნ1-სპორტად

00:57 | 13.07.2017
giosvani (786)

უნდა დავუბრუნდეთ შემოდგომა გაზაფხულის სიტემას და ზესტაფონიც უნდა დააბრუნონ ლიგაში, 7თვის წინ გამარჯვებული გუნდი საქართველოში არასდროს არის იდენტუღი გამარჯვების დროინდელ გუნდის, გამორიცხულია ასევე სხვა საპრიზოებიც, ამას მაშინაც ვწერდი როდესაც იწყებდნენამ ფორმატით, გამოსწორება შესაძლებელია ეს ჩემპიონატი უნდა გაგრძელდეს გაზაფხულის ჩატვლით ანუ დაემატოს მესამე წრე და ასე ჩამთავრდეს, ამის შემდეგ ჩვეულად ისევ შემოდგომა გაზაფხულს უნდა დავუბრუნდეთ, არავინ გვაძალებს ჩემპიონატის თებერვალში განახლებას თუსიცივე იქნება მარტში და აპრილში განვაახლოთ მაისის ბოლომდე მაინც მოვასწრებთ ჩამთავრებას, ეს რაც შეიძლება მალე უნდაგადაწყდეს თორემ კიდევ დავკარგავთ წლებს და ისევ უკან სვლა, გაიღვიძე კობიიიიი.

01:54 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

გეთანხმები

01:01 | 13.07.2017
drogba_ (10134)

სისტემა-საერთოდ-არაფერ-შუაშია-ძმაო-მთავარი-არის-პროდუქტი-თორე-სისტემა-ძლაიან-მსვენიერია-პროდუქტი-უნდა-შევქმნათ-უნდა-მივხედოთ-და-გავზარდოთ-თაობები-ეხლა-ამ-ნაგავს-რაც-ეხლა-გვყვავს-გამორიცხულია-რამე-შეასწავლო-უკვე-ჩამოყალიბებული-ფეხბურთელები-არიან-ამათი80-პროცენტი-ვერ-განვითარდება-შანსი-არარის-ის-არ-იციან-ტავდამსხმელი-რომ-ხარ-წინ-უნდა-შეუტია-და-უკან-არ-უნდა-დაბრუნდე-და-რა-შედეგი-უნდა-მოტხოვო-ამათ

01:08 | 13.07.2017
giosvani (786)

არა ნაწილობრივ სისტემაც არ ვარგა ,ათ გუნდიანი კარგია მაგრამ არა გაზაფხული შემოდგომა აი ნახავთ მომავალ წელსაც იგივეს მოვიმკით ამ სისტემის გამო , 6 თვიანი ტრანსფერები ისევ მოდაშია ჩვენთან და ამიტომ, უბრალოდ ძაან იცვლებიან გუნდები ამ ვადებში , თორე ის რო ფეხბურთი პრაქტიკულად სამოყვარულო დონეზეა ეს მეც ვიცი.

00:56 | 13.07.2017
geo.ragby (305)

ვინ იძახის პირველ რიგში ბავშვთა სკოლები უნდა გაკეთონ და მათ მიხედონ! ევრო სპორტზე აფრიკის საფეხბურთო სკოლები აჩვენეს და შურით გავსკდი! 40 ბავშვი ყავდათ 15-17 წლის შერჩეული და ყველას უკვე ფრანგული და ინგლისური გუნდებიდან მოწვევები ჰქონდათ. და თვითონ სკოლა ამით ირჩენდა თავს! ჩვენთან ან კორპუსები ჩადგეს ან ავტოსადგომებად გადააკეთეს რომელი ერთი ჩამოგითვალოთ 20 წელიწადში თბილისის ცენტრში 10 სტადიონი აღარ არსებობს!

01:04 | 13.07.2017
giosvani (786)

მართლაც ბევრი სტადიონი დაანგრიეს, ბაზები აღარ არის არც მწვრთნელები ვარგიან , მოკლეთ ძაან ბევრი სამუსაოა გასაწევი და ფეხი ფეხზე გადადებული არ უნდა გველაპარაკებოდნენ ფედერაციიდან ღამეებს უნდა ათენებდნენ თუ არ უნდათ ომ გინებისგან ასლოკინებდეთ ამას ვერ აცდებიან ხალხისგან თუ ესეთი შედეგები გაგრძელდა, თან შეჩვევა იცის და მერე სულ წასულია საქმე.

00:48 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ჩემტვის-რაგბი-არაფერია-და-მარტო-ფეხბურთი-მიყვარს-და-ასე-რომ-გაიტვალისწინეთ-თქვენ-გემოზე-არუნდა-იყოს-მარტო-მორგებული-ყველაფერი-რათ-მინდა-რაგბი-თუ-ფეხბურთი-არ-იქნება-არ-მოუკვდა-პატრონი-ის-მირჩევნია-რაგბში-მსოფლიო-ჩემპიონები-რო-გახდნენ-ვიდრე-რომელიმე-ქართულმა-გუნდმა-ერთი-ეტაპი-გადალახოს))

00:50 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია...ფეხბურთი სახელმწიფოს სახეა, ერთადერთი აშშ-ია ამ ფორმულის მიღმა...თუმცა ისინიც აწვებიან თავისი ლიგის გაძლიერებას

00:54 | 13.07.2017
drogba_ (10134)

აშშ-მსოფლიო-კალათბურთის-ცენტრია-და-კიბატონო-იქნებიან-აბა-რა-იმდენი-ფული-ტრიალებს-მანდ-ჩვენ-სახელმწიფო-ბიუჯეტს-აღემატება-ათჯერ-მარტო

00:55 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ათჯერ??? DDDD

00:57 | 13.07.2017
drogba_ (10134)

თითო-გუნდს-სულ-ცოტა-200-მილიონი-მაინც-ექნება-ბიუჯეტი

00:58 | 13.07.2017
რაჭა (8992)

მეტი, ეგ მარტო სახელფასო...

00:56 | 13.07.2017
drogba_ (10134)

არ-დამითვლია-მაგრამ-3-ჯერ-მაინც-ხო-აღემატება-ეგ-ტავისუფლად

00:36 | 13.07.2017
drogba_ (10134)

ეხლა-ვთქვათ-რასაც-ამბობ-შენ-პანტელეიმონ-ფეხბურთს-რომ-შევუწყვიტოთ-დაფინანსება-და-მთელი-ეს-თანხა-რაგბის-ანგარიშზე-გადავიდეს-დარწმუნებული-ხარ-რო-ზელანდიას-მოვუგებთ?-ანდა-რაგინდა-რაგბი-ცუდად-არ-ფინანსდება-რაც-ფეხბურთს-ფინანსები-სჭირდება-რაგბს-იმის-მეათედიც-არ-უნდა-იმიტომ-რო-ფეხბურთან-შედარებით-რაგბი-არის-მეათე-ხარისხოვანი-სპორტი-მე-პირიქით-გეტყვი-მაშინ-გავაუქმოთ-რაგბიც-და-სხვა-სპორტებიც-და-მარტო-ფეხბურთს-მივხედოთ-რადგან-ფეხბურთი-უფრო-პრიორიტეტული-და-მასშტაბური-სპორტია-და-ხომ-არ-ვიქნები-ეხლა-მართალი-ხოდა-იგივე-გამოგდის-შენც-რასაც-ამბობ-ფეხბურთს-ანადგურებ-მაგით-აღარ-იარსებებს-ჯერ-რა-დაფინანსება-აქვთ-სასაცილოა-და-ეგეც-რომარ-მიიღონ-ალბათ-ამ-დონის-ფეხბურთელებიც-აღარ-გაჩერდება-საქართველოში-არავინ-და-დაემსგავსება-მერე-უბნის-ფეხბურთს-ესა-გამოსავალი?
ფეხბურთი-ისეთი-სპორტია-თუ-ხარ-ჩახედული-და-კარგად-გესმის-უამრავი-ასპექტია-რითაც-შეგიძლია-მოიზიდო-ინვესტირება-ფეხბურთელების-გაყიდვით-ბაზის-აშენებით-მომავლის-აღზრდით-და-ასე-შემდეგ-მთავარი-აქ-არის-სვავები-არუნდა-მუშაობდნენ-კლუბებში-როგორც-უნდა-ისე=რომ-ჭამენ-ფულს-წესიერი-და-საქმისადმი-მცოდნე-ხალხი-არის-საჭირო-და-შესაზლებელია-ნოლიდან-დაწყება-და-5-წელიწადში-მაქსიმუმის-დადებაც-როგორც-კოკაიამ-გააკეთა-ფეხბურთს-პირველ-რიგში-ცოდნა-სჭირდება-თუარ-იცი-დიდი-ფულიც-რომ-გქონდეს-მიზანს-შეიძლება-მაშინაც-ვერ-მიაღწიო-აგერ-ფიფიამ-როგორი-ბიჭები-დაზარდა-ეს-კუცია-და-ჩაკვეტაძე-მაგრამ-რათ-გინდა-1-2-არ-კმარა-ესე-უნდა-აკეთებდეს-ყველა-კლუბი-ბავშვთა-ფეხბურთს-უნდა-მიექცეს-პირველ-რიგში-ყურადღება-და-მერე-მაღალ-კვალიფიციურ-დამრიგებლებს-რომელიც-სწორად-აღზრდიან-ამათ-და-ქუჩის-ფეხბურთს-არ-ასწავლიან-მნარტო-მიეცი-პასი-გაეხსენის-არ-ეტყვიან-თანამედროვე-ფეხბურთია-ეხლა-და-ბავშვმა-თუ-არ-ისწავლა-15-წლის-ასაკში-20-რო-გახდება-ის-მერე-ვეღარ-ისწავლის-გვიანი-იქნება-ძალიან-ბევრი-პრობლემებია-მათ-შორის-ისეთებიც-ფინანსებთანაც-რომ-არარის-დაკავშირებული-უფრო-უცოდინარობასთან-ასოცირებულიც

14:35 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

გამოსავალი ერთია; თუ გვინდა ფეხბურთს რამე ეშველოს ფინანსური რესურსი უნდა გაიზარდოს, როგორ? არ ვიცი, ვინც ხელფას იღებს და ვისაც ევალება რომ შედეგი დადოს, იმან მოიფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ნაყვაა, არაფერი გამოვა სამწუხაროდ, თორემ დიდხანს გაცოცხლოს შენც და მეც, ალბათ აქ ვიქნებით ორივე და ბევრჯერ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი.

00:33 | 13.07.2017
geo.ragby (305)

მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვუყურებ , მაგრამ ამათი შემხედვარე რაგბის ფანი გავხდი.რაგბში იაპონიამ წინა მსოფლიოზე ძალიან მაგრად ითამაშა და სამხრეთ აფრიკას მოუგო, ცხრა წლის წინ ვერავინ იტყოდა რომ არგენტინის ნაკრები 3 ადგილზე გავიდოდა რაგბში, ახალგაზდები უკვე 6 ერის გუნდებღან ითამაშებენ ვერ ვიხსენებ როდის გვყავდა 9 ნომერზე მსოფლიო კლასის ორი 19 და 22წლის მოთამაშე. ჩვენი ფეხბურთის შემხედვარე რა ვქნა დავდივარ სტადიონზე და იქიდან მკვდარი გამოვდივარ ერთი ნორმალური თამაში არ მახსოვს გარდა ხორვატიასთან მოგებისა ბოლო 10 წელიწადშიკალათბურთში საკმაოდ ძლიერი და კარგი გუნდი გვყავს მაგათი იმედი მაქვს

00:28 | 13.07.2017
giosvani (786)

აი სტატია სადაც აბსოლიტური სიმართლეა დაწერილი , მაგრამ ვინ კთხულობს ისევ გულშემატკივრები, რამოდენიმე ტელე შოუ უნდა მოეწყოს და მოიწვიონ მწვრთნელები ეროვნულის ლკლუბების და დაუსვან ეს კითხვები რაც აქ არის მოცემული, ვერაფერს გვიპასუხებენ იტყვიან ჩვენ რა ვქნათ სე სხვებს უნდა ესწავლებინათო, არადა ძირითადად ახალგაზრდები თამაშობენ ჩვენს კლუბებში და ამმ ასაკშიც შესაძლებელია ნაკლის გამოსწორება მაგრამ რაც არ იციან მწვრთნელებმა რა უნდა ასწავლონ ფეხბურთელებს .

00:22 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაგბი-ისეთი-სულელური-სპორტია-თუ-თანაბარი-დონის-გუნდები-არ-თამაშობენ-მაშინ-არც-ღირს-ყურება-იმიტომ-რო-წინდაწინ-იცი-რო-ვინ-მოუგებს

00:30 | 13.07.2017
რაჭა (8992)

ჩემთვის თუ საქართველო არ თამაშობს, მაშინ არ ღირს ყურება...

00:43 | 13.07.2017
drogba_ (10134)

კიბატონო-იყოს-რაგბიც-მაგრამ-რას-გადაემტერნენ-ამ-ფეხბურთს--ჯერ-რა-დაფინანსება-აქვთ-ამ0საცოდავებს-ტრანსფერებს-ვერ-აკეთებს-ვერცერთი-ქართული-გუნდი-იმიტომ-რო-ეს-თანხები-წლის-ბოლომდე-აქვთ-გაწერილი-და-ამათიც-რო-შეგშურდება-კაცს-მაშინ-მარტლა-არ-ყვარებია-ზოგს-ფეხბურთი

02:19 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

ღმერთმა დამიფაროს რომ შემშურდეს, რას ამბობ? მე შევეცადე ამეხსნა, რომ არ გვაქვს ქვეყანას, არც სახელმწიფო და არც კერძო ფინანსური რესურსი, რომ საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოვებული საკლუბო ჩემპიონატის ფინანსური უზრუნველყოფა მოვახდინოთ. გეთანხმებით, რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია მსოფლიოში და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სპორტის სახეობაც. იმაშიც გეთანხმებით, რომ ერთხელ თუ შევძელით საფეხბურთო მეურნეობის ფეხზე დაყენება, მერე თავსაც შეინახავს და ქვეყანასაც მოგებას მოუტანს, მაგრამ ვინ არის მილიარდების ჩამდები ამ საქმეში. ამიტომ ვიძახი ის თანხები რაც იდება და როგორი სტრუქტურითაც იდება გაზფხულს ვერ მოიყვანს ქართულ ფეხბურთში. ეგ ფული ყველა ჩვენთაგანისაა და დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ არა ეფექტურად ვფლანგავთ.

00:20 | 13.07.2017
geo.ragby (305)

უფსკრულის მაგივრად კლოაკის ხვრელი უფრო შეეფერება

00:19 | 13.07.2017
levani82 (39926)

რაჭა

ტრანსფერმარკეტზე მისი ფასი ნახე?

00:29 | 13.07.2017
რაჭა (8992)

100 000 ევროა ხო???

00:18 | 13.07.2017
levani82 (39926)

O. Mertskhali
BEERTRANCE

კალათბურთში ევროტურნირებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ეს წესი უეფამაც შემოიღოს?

00:34 | 13.07.2017
O. Mertskhali (531)

ევროპულ კალათბურთში რა ფული ტრიალებს არ ვიცი, მარა აქ უეფა იმდენ ფულს აძლევს მონაწილეობისთვის გუნდს, რომ თავად კლუბი მონაწილეობაზე უარს არ იტყვის...

00:15 | 13.07.2017
levani82 (39926)

BEERTRANCE

გიგუშ ძმა საკალათბურთო ევროტურნირების სისტემა მოგწონს?

00:13 | 13.07.2017
arsena8 (123)

ვინა,გონებაჩლუნგი ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ფედერაციამ უნდა გადაარჩინოს ქართული ფეხბურთი? ესენი ყველაზე კვერცხები აღმოჩდნენ, ასე გაფარჩაგებული არასდროს ყოფილა, ფუ ამათი ...

00:05 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

არ გვაქვს და უხლეს ათწლეულში არ გვექნება სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდები ფეხბურთში ჩასადებათ, უფულოდ კი არაფერი გამოვა.
კერძო ბიზნესი სულს ღაფავს და ფეხბურთისკენ ვერ გამოიხედავს. ერთადერთი ხალხის მძარცველ ბანკებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ გამორიცხულია ეს ნაბიჯი რომ გადადგან. და რა დარჩა, რა რესურსია ქვეყანაში რომ ფინანსური საფუძველი შევუქმნად კლუბებს ოდნავ წარმატებას რომ მიაღწიონ. რაც შეიძლება მალე უნდა მივხვდეთ ამას და შევწყვიტოთ ფინანსების უაზრო ფლანგვა. ახალგზრდების გადინებას ჩვენვე უნდა შევუწყოთ ხელი (ეს პროცესი ისედაც დიდი ხანია დაწყებულია) და თუ გახსოვთ ეს გზა გაიარა რაგბმა საქართველოში და მივედით საამაყო ნაკრებამდე და ნელნელა კლუბების დონის ზრდამდე.

00:17 | 13.07.2017
drogba_ (10134)

რაგბი-რა-დონეზეც-იყო-ისევ-იმ-დონეზე-დარჩა-არც-მოუმატია-და-არც-დაუკლია-ვისაც-უნდა-ვუგებდეთ-ვუგებთ-და-ვინც-უნდა-მოგვიგოს-გვიგებს-თავისუფლად

02:00 | 13.07.2017
პანტელეიმონი (3005)

??????

23:51 | 12.07.2017
drogba_ (10134)

გიგა-ჯერ-არა-მარა-ისეთი-პირი-უჩანს-არც-არაფერი-უკლია

23:44 | 12.07.2017
რაჭა (8992)

ლევან, ეს ნიგერიელი როგორ თამაშობს...ხომ არ იკბინება???

23:41 | 12.07.2017
levani82 (39926)

BEERTRANCE

გიგუშ ძმა საკალათბურთო ევროტურნირების სისტემა მოგწონს?

23:54 | 12.07.2017
BEERTRANCE (92996)

არ ვიცი, მანდამაინც არ ვუყურებ, არ მომწონს ნამეტანი დაცვითი ევროპული კალათბურთი

23:39 | 12.07.2017
jarji (207)

ეს ის მომენტია დავწერო თუ არა იმს ვფიქრობ და რა დავწერო...

23:37 | 12.07.2017
levani82 (39926)

რაჭა
O. Mertskhali

ბიჭებო საკალათბურთო ევროტურნირებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია და უეფამაც ასე გააკეთოს?

23:51 | 12.07.2017
O. Mertskhali (531)

რავი... მაგალითად, ლიხტენშტეინს 1 გუნდი გაყავს უეფაზე და მაგის გამო საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს (როგორც ალბათ იცი, კონკრეტული ქვეყნის გუნდის, მოგებული მატჩის ნომინალური ქულა, იყოფა ამ ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების რაოდენობაზე)... გვაძალებენ ვითომ?

მეტის ნახვა
სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 19
  • 21 ივლისი, 2017
  • დინამო თბ 6 - 1 კოლხეთი
  • 22 ივლისი, 2017
  • სამტრედია 4 - 1 შუქურა
  • 23 ივლისი, 2017
  • ჩიხურა 4 - 2 დილა
  • დინამო ბთ 1 - 0 ლოკომოტივი
  • საბურთალო 1 - 2 ტორპედო
  •  
  • დინამო თბ19 15 1 3 48-12 46
  • ტორპედო19 12 4 3 29-13 40
  • სამტრედია19 11 3 5 29-21 36
  • ჩიხურა19 9 2 8 27-29 29
  • ლოკომოტივი19 8 3 8 32-22 27
  • საბურთალო19 8 1 10 23-27 25
  • დილა19 5 7 7 23-24 22
  • დინამო ბთ19 6 2 11 15-24 20
  • კოლხეთი19 4 5 10 18-35 17
  • შუქურა19 1 4 14 14-51 7
ეროვნული ლიგა - ტური 20
  • 28 ივლისი, 2017
  • სამტრედია - ჩიხურა
  • 29 ივლისი, 2017
  • კოლხეთი - საბურთალო
  • ლოკომოტივი - დინამო თბ
  • 30 ივლისი, 2017
  • დილა - დინამო ბთ
  • შუქურა - ტორპედო
0.238562