ფეხბურთი

13:20 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალერო “ინტერის” ფეხბურთელია

ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

32 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბორხას ტრანსფერი “ინტერს” 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

ვალერო “ფიორენტინას” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. მან ამ დროის განმალობაში “იების” მაისური 211-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127146