ფეხბურთი

12:40 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტმა” ცილერი გაიფორმა

“ლესტერის” აწ უკვე ყოფილი მეკარე რობერტ ცილერი სამშობლოში დაბრუნდა და ბუნდესლიგაში აღზევებული “შტუტგარტის” ფეხბურთელი გახდა.

28 წლის კიპერმა ახალ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაჯდა.

ცილერი “ლესტერს” გასულ ზაფხულს “ჰანოვერიდან” შეუერთდა. ის კასპერ შმეიხელის დუბლიორი გახლდათ და “მელიების” კარის დაცვა სულ 13-ჯერ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101303