ფეხბურთი

12:00 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტივ მანდანდა "მარსელში" დაბრუნდა

ფრანგი მეკარე სტივ მანდანდა მარსელის “ოლიმპიკში” დაბრუნდა. როგორც ზღვისპირელების ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის კიპერმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სტივ მანდანდასთვის “მარსელი” ნაცნობი ადგილია, რომლის რიგებში 2007-2016 წლებში ირჯებოდა და ერთი წლის წინ ინგლისურ “კრისტალ პალასში” გადავიდა. თუმცა, ფრანგმა ნისლიან ალბიონზე ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა.

“მარსელში” კი, 9 სეზონი შეუცვლელი გახლდათ და ბოლო წლებში გუნდის კაპიტანიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115378