ფეხბურთი

0:28 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურბან გურბანოვი: "აგრესიული მეტოქე გვყავდა"

აზერბაიჯანული “ყარაბაღის” მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა “სამტრედიასთან” (5:0) მოგებული შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით, მეტოქეს პატივს სცემს და პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა.

- შეხვედრას როგორ შეაფასებდით?

- ძალიან აგრესიულ გუნდს ვეთამაშეთ. მას შემდეგ რაც დავწინაურდით, მაინც მოგებისთვის თამაშობდნენ. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მეტოქის მიმართ. პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა. მადლობა გულშემაკტივრებს მხარდაჭერისთვის, ხოლო ხარვეზები გვქონდა, რომელიც უნდა აღმოვფხვრათ.

- ახალწვეულებით კმაყოფილი ხართ?

- ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან და არასწორია მათი ერთი მატჩით შეფასება.

- რაშად სადიგოვი თავს როგორ გრძნობს?

- მას მუხლის პრობლემა ჰქონდა. ჯერჯერობით არ ვიცით. იმედია, სერიოზული არაფერია.

“სამტრედა” “ყარაბაღს” 18 ივლისს, “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

0.13638