ფეხბურთი

20:43 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დონარუმამ “მილანთან” გაახანგრძლივა

მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა – ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საბოლოოდ, 18 წლის ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ წადილი აისრულეს და ჯიჯო “როსონერში” იმ ხელფასს მიიღებს, რაც თავიდანვე სურდა.

მაშ ასე, დონარუმამ “მილანის” ფეხბურთელი 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა იტალიელს “მილანში” დებიუტი 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა და იქედან მოყოლებული ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. ერთი თვის წინ, მან ლომბარდიელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: “მილანის” გულშემატკივრები დონარუმას ღალატში ადანაშაულებდნენ, ხოლო მის მომავალს მადრიდის “რეალს” უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115488