ფეხბურთი

18:41 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" კოტდივუარელი გარემარბი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" კოტდივუარელი გარემარბი ინტერს გუი დაიმატა. გუის "ყარაბახთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეუძლია თამაში: საპასუხო შეხვედრაში. ეს ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გუი 24 წლისაა და პროფესიული კარიერა პორტუგალიურ "კოვილიაში" დაიწყო 2011 წელს. 2014 წელს ასევე პორტუგალიურ 'გიმარაეშში" გადავიდა, იყო ასევე "აკადემიკასა" და შვეიცარიულ "კიაზოში" (რანგით მეორე ლიგა). "კიაზოში" გუიმ 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125997