ფეხბურთი

23:20 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “მანჩესტერში” გადასვლაც შემიძლია და “ეიბარშიც”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა მის მომავალზე ჟურნალისტებთან კომიკური ფორმით ისაუბრა.

“დიახ, მე შემიძლია გადავიდე “მანჩესტერ იუნაიტედში”, მაგრამ ასევე შემიძლია წავიდე “ეიბარში”, - თქვა ნეიმარმა.

თავად მოთამაშის აგენტის, ვაგნერ რიბეირის თქმით, როგორც “წითელი ეშმაკების”, ასევე “პარი სენ ჟერმენის” შემოთავაზებები ძალიან მაცდურია, თუმცა გადაწყვეტილება ნეიმარმა უნდა მიიღოს.

ნეიმარმა 2016-2017 წლების სეზონში “ბარსას” შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

0.120172