ფეხბურთი

17:15 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოშტა და კონტე თანამშრომლობას გააგრძელებენ

დიეგო კოშტა მზადაა ანტონიო კონტესთან მშვიდობიანად მორიგდეს და ლონდონში დარჩენა კიდევ ერთი სეზონით გაიხანგრძლივოს.

მოგეხსენებათ „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და წარმოშობით ბრაზილიელ ცენტრალურ თავდამსხმელს შორის დაძაბულობა იყო და არაერთი ჭორი გავრცელდა, რომ იტალიელი სპეციალისტის სამომავლო გეგმებში 28 წლის ესპანელი მოთამაშე არ შედიოდა, თუმცა ამდენი გაურკვევლობის და დავის მიუხედავად, კოშტა „ლურჯებში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „ბეშიქთაში“ მზად იყო გადაებირებინა ესპანელი, იმ შემთხვევაში, თუ თავად კოშტა „ატლეტიკოში“ არ ისურვებდა დაბრუნებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122455