ფეხბურთი

15:50 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის პირველ ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს

8-9 ივლისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის პირველ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. თამაშები, უმეტესად უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ცხრილის ლიდერებს შორის გაიმართა, სადაც ერთმანეთს „დადიანი“ და „პლატინუმი“ დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ „პლატინუმის“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. „სასამართლომ“ „დადიანის“ მარცხით ისარგებლა და ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო „პლატინუმმა“ მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.

თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგა 26 – 27 აგვისტოდან განახლდება.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.25943