ფეხბურთი

18:04 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ერთის ნაცვლად ორი დონარუმა ეყოლება

იტალიური “მილანი” მზადაა, ახალგაზრდა კიპერის ჯანლუიჯი დონარუმას ძმა ანტონიო დონარუმა დაიმატოს.

ბერძნული “ასტერასის” ფეისბუქგვერდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტონიო უკვე მილანშია და იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც ცნობილია, 27 წლის მეკარე “მილანისა” და მისი ძმის შეთანხმებაში იქნება ჩართული და წელიწადში ხელფასის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს.

ანტონიო “მილანის” აღზრდილია, რომლის შემადგენლობაშიც 2005-2010 წლებში გამოდიოდა, თუმცა მთავარ გუნდში მას არასდროს უთამაშია. ბოლო ერთი წელი ბერძნული კლუბის კარს იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115619