თამაშგარე

19:55 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდ ბრიტანეთში ბექჰემების ოჯახი კვლავ ყველაზე პოპულარულია

დიდ ბრიტანეთში ერთი კვირის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ 30 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის გემოვნების თვალსაზრისით ბევრი არაფერი იცვლება და ეს ხალხი ყველაზე ცნობილ სპორტსმენად დევიდ ბექჰემს მიიჩნევენ, ყველაზე ცნობილ ოჯახად კი სამეფო ოჯახის შემდეგ სწორედ ბექჰემების ოჯახს თვლიან.

რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვითაც დაახლოებით იგივე შედეგები დაფიქსირდა, ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ დევიდსა და მის მეუღლეს – ვიქტორია ადამს-ბექჰემს რაღაც უცნაური “ჯადო აურა” აქვთ, რომელიც ადამიანებს მათი დავიწყების საშუალებას უსპობს.

სრული სერიოზულობით რომ ვთქვათ, ბექჰემების გაუხუნარი პოპულარობის მიზეზი პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ამ ოჯახის ეპატაჟურობა და ბულვარულ საზოგადოებაში მუდმივი ტრიალია. გარდა ამისა, ბექჰემებს თან სკანდალებიც მუდმივად სდევთ და სადაც სკანდალია – ცნობადობაც სწორედ იქიდან იღებს სათავეს...

0.131502