სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

11:16 | 10.07.2017 | ნანახია 2760 - ჯერ

3 ოქრო და 7 ბრინჯაო პოლონური ხალიჩიდან

ქართველმა მოჭიდავეებმა "ციოლკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობა" 10 მედლით ჩაამთავრეს. 8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით მიიღეს მონაწილეობა.

თავისუფალთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონურ ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ჩემპიონი გახდა. შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ჭიდაობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატამდე თვენახევარზე ნაკლები რჩება. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:27 | 17.07.2017
camala (4)

წარმატებები ბიჭებსსსს..... ღმერთმა ხელი მოგიმართოთ გაიხარეთთთთ.....;

11:26 | 10.07.2017
BEERTRANCE (92996)

ყოჩაღ, შემდგომი წარმატებები

12:37 | 10.07.2017
mst (1489)

რა ყოჩაღ რომ გეყურებია შეურაცყოფილი იქნებოდი.რუსები მეშვიდე ნაკრებით იყვნენ აზერები არ იყვნენ არც ირანელები და ამერიკელები,ყაზახებმა კი 95პროცენტი მოგვიგეს პირველ ნომრებმაც მეორეებმაც და მესამეებმაც,ორივე ნაკრებში მაგარი რეგრესია,თავის თავს არ გვანან ბიჭები

12:05 | 17.07.2017
camala (4)

შე რეგრესირებულო mst სპორტის აზრზზე არ ხარ რაღაც პირადული ბოღმა გალაპარაკებს ვიდრე სპორტის და ვინმეს წარმატება...........

13:42 | 17.07.2017
mst (1489)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

13:45 | 17.07.2017
mst (1489)

კამალა ხარ თუ ვიღაც ყველი შე მართლა რეგრესირებულო,რა პირადული უნდა მამოძრავებდეს შე ყველო რა უნდა მიხაროდეს ჩვენ პირველ ნომრებს რომ ყაზახების მესამე და მეოტხე ნომრები როგორ აბურთავებენ?მაშინ შენსავით სIრI უნდა ვიყო

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.086142