სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

3:08 | 10.07.2017 | ნანახია 1568 - ჯერ

მხოლოდ ორი ქულა გერმანიაში

TCR-ის საერთაშორისო სერიის გერმანული ეტაპიც, რომელსაც ოშერსლებენის ტრეკმა უმასპინძლა, ქართველი დათა ქაჯაიასა და ქართულ-იტალიურ გუნდ „GE-ფორსისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. ორ რბოლაში გუნდის ორმა პილოტმა მხოლოდ ორი ქულის აღება შეძლო. ის ორი ქულაც დათას ანგარიშზეა, ოღონდ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ტექნიკური პრობლემის მიუხედავად, ფინიშამდე მიაგორა თავისი „ალფა რომეო ჯულიეტა“.

მთავარი პრობლემა ოშერსლებენში ის იყო, რომ TCR-ის ტექნიკური კომისიის მითითებით, „ალფა რომეო ჯულიეტას“ ძრავის ელექტრონიკის პარამეტრები უარესობისკენ შეიცვალა. არადა, „ალფას“ 1.7-ლიტრიანი ძრავი ისედაც მეტოქეების 2.0-ლიტრიანებზე ისედაც სუსტი იყო. მარტო ჩვენებს რომ არ სწყენოდათ, TCR-მა იგივე მითითება „აუდისაც“ გამოუწერა.

ეს გარემოება ორივე მანქანით მოასპარეზეებზე კვალიფიკაციაშივე აისახა: „GE-ფორსის“ დუშან ბორკოვიჩმა და ქაჯაიამ შესაბამისად, მე-14 და მე-15 დროები აჩვენეს, ჩემპიონატის ლიდერი სტეფანო კომინი მე-18 დროს დასჯერდა, მისი თანაგუნდელი ფრედერიკ ვერვიში კი მე-16 იყო. რა თქმა უნდა, ასეთი შედეგებით მათ პირველივე სესიაზე დაასრულეს ასპარეზობა.

ასეთი სასტარტო პოზიციებით, რაიმე რიგიანი შედეგის მიღწევა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს, პირველი რბოლის დასაწყისში, ქაჯაია შეცდა და მე-20 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა შემდგომი 17 წრის განმავლობაში, ქართველმა რამდენიმე პოზიციით წინ წაინაცვლა და ბოლოსწინა წრეზე მეცხრე ადგილზე იყო. მაგრამ დაზიანებულმა წინა მარჯვენა ბორბალმა, ფინიშამდე მიღწევის საშუალება არ მისცა. ბორკოვიჩი რბოლას ადრევე გამოეთიშა.

მეორე რბოლა დიდი ავარიით დაიწყო, რომელშიც რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. ბედად, მასში მონაწილე მრბოლებს ტრავმა არ მიუღიათ, მაგრამ მათ ხელმეორე სტარტზე გამოსვლა ვერ მოახერხეს. ქაჯაიამ და ბორკოვიჩმა დასაწყისშვე შეძლეს ორი მეტოქის - ვერვიშის და ატილა ტაშის ჩამოტოვება. მაგრამ მალე ბორკოვიჩი ისევ გაჩერდა. თუ პირველ შემთხვევაში მის მანქანას საჭის მექანიზმი დაუზიანდა, მეორედ რადიატორმა წყალი გაუშვა. მოკლედ, სერბი გერმანიიდან შინ უქულოდ დაბრუნდა.

დათამ კი წინსვლა გააგრძელა და მალე მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მე-7 წრეზე მასაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ტემპი დააგდო. და მაინც, ქართველმა მრბოლმა ასპარეზობის გაგრძელება შეძლო და ფინიშის ხაზი მეცხრემ გადაკვეთა, რითაც ორი ქულა შემატა თავის მარაგს.

ორივე რბოლა კი იტალიელი ჯანი მორბიდელის გამარჯვებით დასრულდა. მან პირველი რბოლა პოულიდან დაიწყო და ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია. მეორე რბოლაში კი ბრძოლით გაიკაფა გზა ჯერ მეორე პოზიციამდე, ბოლო წრეზე კი სლოვაკ ლიდერ მატ’ო ჰომოლასაც გაასწრო და მეორედაც გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს ოშერსლებენამდე მხოლოდ 27 ქულა ჰქონდა მოპოვებული, გერმანულ ეტაპზე კი ერთბაშად 50 ქულას მოუყარა თავი.

მომდევნო ეტაპი 3 სექტემბერს, ტაილანდის ბურირამში გაიმართება.

TCR-ის საერთაშრისო სერია

გერმანია, ოშერსლებენი

რბოლა 1 (19 წრე)

  1. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 31 :28.263
  2. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) +2.314
  3. რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 5.890
  4. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 6.454
  5. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 9.938
  6. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 16.300
  7. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 16.794
  8. იააპ ვან ლაგენი (ჰოლანდია, ფოლკსვაგენი) 16.992
  9. დანი კროსი (ჰოლანდია, სეატი) 23.892
  10. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 27.858
  11. გრეგუარ დემუსტიე (საფრანგეთი, ოპელი) 30.258
  12. ფერენც ფიცა (უნგრეთი, კია) 30.805
  13. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 36.622
  14. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 37.614
  15. აურელიან პანისი (საფრანგეთი, ჰონდა) 1 წრე
  16. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 2 წრე
  17. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 2 წრე
  18. რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) 2 წრე
  19. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 4 წრე

კლასიფიკაციის გარეშე

  1. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 8 წრე
  2. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 10 წრე
  3. ლუკა ენგსტლერი (გერმანია, ფოლკსვაგენი) 15 წრე
  4. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 15 წრე

რბოლა 2 (15 წრე)

  1. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 23 :29.470
  2. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 0.434
  3. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 0.716
  4. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 0.908
  5. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 16.127
  6. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 27.291
  7. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 31.037
  8. რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) 1:06.803
  9. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 2 წრე
  10. ფერენც ფიცა (უნგრეთი, კია) 3 წრე
  11. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 3 წრე
  12. გრეგუარ დემუსტიე (საფრანგეთი, ოპელი) 3 წრე

კლასიფიკაციის გარეშე

  1. დანი კროსი (ჰოლანდია, სეატი) 8 წრე
  2. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 12 წრე
  3. იააპ ვან ლაგენი (ჰოლანდია, ფოლკსვაგენი) 14 წრე

კლასიფიკაცია 14 რბოლის შემდეგ

1. ჟან-კარლ ვერნეი - 153 ქულა; 2. ატილა ტაში - 151; 3. რობერტო კოლჩაგო - 145; 4. სტეფანო კომინი - 144; 5. პეპე ორიოლა - 110; 6. ჯეიმს ნაში - 86; 7. დუშან ბორკოვიჩი - 82; 8. ჯანი მორბიდელი - 77; 9. მატ’ო ჰომოლა - 69; 10. ფრედერიკ ვერვიში - 62; 11. დავით ქაჯაია - 61; 12. დანიელ ლოიდი - 47...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:25 | 11.07.2017
პანტელეიმონი (3005)

დათა, უნდა იბრძოლო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070868