ავტოსპორტი

23:25 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის დიდი პრიზი ბოტასმა მოიგო

ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა. ეს ფინელი პილოტისთვის ფ1-ის კარიერაში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. მან სულ რაღაც 0.6 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს, რომელმაც თავისი უპირატესობა ლუის ჰამილტონთან 20 ქულამდე გაზარდა.

„სოჭის რბოლის ერთგვარი დეჟა-ვიუ მაქვს. დასაწყისში, რბოლის ტემპს ადვილად ვაკონტროლებდი, მაგრამ ბოლოსკენ უფრო რთული იყო“, - ნარბოლევს განაცხადა ბოტასმა, ვინც თავისი პირველი გამარჯვება სოჭში მოიპოვა და მაშინაც ფეტელს მცირედით აჯობა.

მესამე ადგილი დანიელ რიკარდომ დაიკავა, ვინც ზედიზედ მეხუთე რბოლის კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. მასაც ფინიშამდე ორი წრით ადრე, ჰამილტონის შეტევის მოგერიებამ მოუწია, თუმცა ზეწოლას გაუძლო და მესამემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. კვლავ არ გაუმართლა მის თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენს, რომელსაც სტარტზევე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა, რითაც გაწბილებული დატოვა მის საქომაგოდ ავსტრიაში ჩასული ათასობით ჰოლანდიელი ფანი.

ბოტასს რბოლის მიწურულს კი გაუჭირდა, რაც საბურავების დამსახურება იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მისი გამარჯვება ეჭვსქვეშ სტარტზევე დადგა. მან პრაქტიკულად წითელი შუქების ჩაქრობისთანავე დაძრა ავტომობილი, რაც სტუარდების მხრიდან განხილვის საგანი გახდა. თუმცა ფინელისთვის ბედად, მათ დარღვევა ვერ დააფიქსირეს.

რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე გასვლის წინ, ფეტელმა ხუმრობით უთხრა კიდეც - აშკარად ჯამპ სტარტი იყოო, მაგრამ რეალურად მას ეს არ გაუპროტესტებია. ბოტასმ კი კვარცხლბეკზე მარტინ ბრანდლთან ინტერვიუსას, ამ სტარტს თავისი ცხოვრების სტარტი უწოდა. ფეტელმა კი დასძინა - ერთი წრეც რომ დაგვრჩენოდა, მოვუგებდიო.

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი. დისტანცია 307.020 კმ (4.326 კმ, 71 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:21:48.527
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:00.658
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:06.012
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:07.430
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:20.370
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:13.160
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  10. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  14. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  16. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 3 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 27 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 70 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 71 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:07.411, 69-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 171 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 151; 3. ვალტერი ბოტასი - 136; 4. დანიელ რიკარდო - 107; 5. კიმი რაიკონენი - 83; 6. სერხიო პერესი - 50; 7. მაქს ფერსტაპენი- 45; 8. ესტებან ოკონი - 39; 9. კარლოს საინსი - 29; 10. ფელიპე მასა - 22; 11. ლანს სტროლი - 18; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 13. რომენ გროჟანი - 18; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. პასკალ ვერლაინი - 5; 16. დანილ კვიატი - 4; 17. ფერნანდო ალონსო - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 287 ქულა; 2. ფერარი - 254; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 152; 4. ფორს ინდა-მერსედესი - 89; 5. უილიამს-მერსედესი - 40; 6. ტორო როსო-რენო - 33; 7. ჰაას-ფერარი - 29; 8. რენო - 18; 9. ზაუბერ-ფერარი - 5; 10. მაკლარენ-ჰონდა - 2

0.188544