ფეხბურთი

20:59 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ჩელსიმ” რუდიგერი დაიმატა

გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რუდიგერი კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

რუდიგერის ყოფილმა კლუბმა, “რომამ” 39 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 4 მილიონი ექნება ხელფასი. გერმანელი “არისტოკრატებში” 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ანტონიო რუდიგერი “რომაში” 2015 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე “შტუტგარტის” ფეხბურთელი იყო. ცოტა ხნის წინ კი, გერმანიის ნაკრების რიგებში ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114104