ფეხბურთი

19:05 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეინ რუნი სახლში დაბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი კარიერას ლივერპულის “ევერტონში” გააგრძელებს. ამის შესახებ “კანფეტების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ინგლისის ნაკრების შემტევმა მშობლიურ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ “მანჩესტერს” დავტოვებდი, მხოლოდ “ევერტონისთვის”. ჩემს აგენტსაც ბევრჯერ ვუთხარი, “ევერტონში” დაბრუნება რომ მსურდა”, - თქვა რუნიმ.

უეინ რუნის დიდებული კარიერა სწორედ ლივერპულის “ევერტონიდან” დაიწყო. 2002 წელს პრემიერლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და 2004 წლამდე ამ გუნდის რიგებში 77 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება “მანჩესტერს” – “ოლდ ტრაფორდზე” 13 წელიწადში რუნიმ წარუშლელი კვალი დატოვა. გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 253 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099468