ფეხბურთი

13:25 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კამაჩო "ვოლფსბურგში" გადავიდა

"მალაგას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი იგნასიო კამაჩო კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ბუნდესლიგის გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გაიღო და შესაძლოა ბონუსების სახით ლა ლიგის კლუბმა კიდევ 3 მილიონი მიიღოს.

კამაჩო "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2008 წელს დააწინაურეს. სამ წელიწადში ნახევარმცველი "მალაგაში" მოხვდა და მას შემდეგ ჩატარებულ 160 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

0.102789