ფეხბურთი

10:31 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ "ევერტონში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა უეინ რუნიმ "ევერტონში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის ტრანსფერი ლივერპულურ გუნდში შეიძლება კვირასვე გაოფიციალურდეს.

31 წლის ფეხბურთელი "ევერტონის" ბაზაზე მისული იყო და ტერიტორია ორი სათის შემდეგ დატოვა. რუნის ტრანსფერი რომეუ ლუკაკუს "წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლის შემდეგ დაჩქარდა. ასევე ცნობილია, რომ უეინსაც სურდა ყოფილ გუნდში დაბრუნება.

ინგლისელმა "კამფეტების" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2002 წელს დააწინაურეს. ორი წლის შემდეგ რუნი "მანჩესტერმა" 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. ორი სეზონის განმავლობაში უეინმა "ევერტონის" რიგებში 77 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117361