ავტოსპორტი

23:27 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი ავსტრიული რბოლის პოულზე დადგება

ფინელმა ვალტერი ბოტასმა ავსტრიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და მთავარი რბოლის მოწინავე პოზიციიდან დაწყების უფლება მოიპოვა. მან 0.042 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს. ლუის ჰამილტონი ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა, თუმცა რბოლას მერვედან დაიწყებს, რადგან პრაქტიკების დროს, მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი (ურიგოდ) გახდა შესაცვლელი.

„აქ რბოლა ძალიან მომწონს. მანქანა სულ უფრო კარგად მუშაობდა და ჩაჭიდება ყოველ წრეზე უმჯობესდებოდა. ბოლო სწრაფი წრე უშეცდომო არ იყო, მაგრამ პოულისთვის საკმარისი გამოდგა“, - განცხადა ბოტასმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მეორე პოულ პოზიციაა.

საკვალიფიკაციო სესიის ბოლოს, წამყვან პილოტებს აღარ მიეცათ სწრაფი წრის გავლის საშუალება. ამის მიზეზი კი რომენ გროჟანის დაზიანებული „ჰაასი“ გახდა, რომელიც შუა გზაზე გაჩერდა. ამ დროს ყვითელი შუქები აინთო, რა დროსაც საგანგებო სექტორში სრული ტემპით გავლა დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ ბოტასმა თავისი პირველი პოული ბაჰრეინში მოიპოვა, სადაც რბოლა ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. სამაგიეროდ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2014 წლიდან, რაც ავსტრიული ეტაპი ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში დაბრუნდა, მისი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მხოლოდ „მერსედესის“ მრბოლები დგებიან.

ავსტრიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:04.251
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:04.293
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:04.424
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:04.779
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:04.896
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:04.983
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:05.480
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:05.605
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:05.674
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:05.726

- - - - - - - - - -

  1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:05.597
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:05.602
  3. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:05.741
  4. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:05.884
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:06.345
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:06.534
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:06.608
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:06.857
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:07.011
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107718