ფეხბურთი

22:24 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

იან სუხოპარეკი: “მთავარი ამოცანა არაბიძისა და ჩაკვეტაძის განეიტრალება იყო”

ჩეხეთის 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან სუხოპარეკმა საქართველოსთან თამაში შეაფასა. ევრო 1996-ის ვიცე-ჩემპიონის განცხადებით, მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. იქვე, დამწუხრებით აღნიშნა, გადამწყვეტი შეხვედრის გამართვა მასპინძელთან რომ მოუწია.

“ჩემი აზრით, გამარჯვება დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე სუსტი არ იყო. ჩვენ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად შევისწავლეთ და შედეგიც ამის დამსახურებაა. ვფიქრობ, ჩაკვეტაძისა და არაბიძის შეჩერება იყო და ამიტომაც, ჩვენ ფოკუსირება მათ თამაშიდან გამოთიშვაზე გავაკეთეთ.

ჩვენ შედეგისთვის ვიბრძვით და მიზანიც სწორედ ესაა, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. ბოდიში, რომ მაინცდამაინც საქართველოს დამარცხება მოგვიწია. სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ შესანიშნავი ატმოსფერო გახლდათ და მადლობა ასეთი კარგი მასპინძლობისთვის”, - თქვა სუხოპარეკმა.

შეგახსენებთ, ჩეხეთის ნაკრებმა საქართველო ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116277