ფეხბურთი

19:23 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – ჩეხეთი: სასტარტო შემადგენლობები

საათზე ნაკლები დრო რჩება საქართველოსა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის დაწყებამდე. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის დასკვნით შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს დღევანდელ დაპირისპირებაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რათა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვოს.

უკვე ცნობილია ორივე ნაკრების შემადგენლობა. გიორგი ყიფიანმა სასტარტოში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი გაამწესა, რომელმაც სამი დღის წინ შვედეთთან თამაში პირველი წუთიდან დაიწყო. ჩეხთა რიგებში კი, რამდენიმე ცვლილებაა. სასტარტოს დაუბრუნდა დანიელ ტურინა, ვინც პირველ ტურში დუბლით გამოირჩა, მაგრამ პორტუგალიასთან სათადარიგოთა სკამზე იყო.

ჩეხეთი (4-4-2): იედიჩკა; მარეჩეკი, კრალი, ჩალუში, ჰოლიკი; ჩვეია, ჰაველკა, ტიშლერი, სადილეკი; შაშინკა, ტურინა

მწვრთნელი: იან სუხოპარეკი

საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი; მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი; კუცია, ქოჩორაშვილი, სამურკასოვი; არაბიძე, კოხრეიძე, ჩაკვეტაძე

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129622