ფეხბურთი

15:32 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მანჩესტერმა” ლუკაკუ შეიძინა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შეიძინა. ამის შესახებ აქამდე ინგლისური მედია წერდა, მაგრამ ამჯერად ინფორმაცია ოფიციალურად თავად “წითელი ეშმაკების” ვებგვერდმა დაადასტურა.

ლუკაკუ უახლოეს ხანებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო შემდეგ კონტრაქტს ხელსაც მოაწერს. ტრანსფერის ღირებულებამ 85 მილიონი ევრო შეადგინდა. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ გახდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თავდამსხმელი.

რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში “ევერტონის” მაისურით მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა. მისი აგენტი კი, მინო რაიოლა გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11386