ფეხბურთი

11:56 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვალიეხო "რეალის" ფეხბურთელია

მადრიდის “რეალმა” ხესუს ვალიეხო დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ადასტურებს. 20 წლის მცველი მადრიდულ გრანდს 2015 წლიდან ეკუთვნის, თუმცა ჯერ “სარაგოსაში” იყო განათხოვრებული, ხოლო გასული სეზონი “აინტრახტში” გაატარა.

ვალიეხო პორტუგალიელ პეპეს შეცვლის და სწორედ მის მიერ დატოვებულ 3-ნომრიან მაისურს მოირგებს.

“მოხარული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა მივიღე. ყველაფერს გავაკეთებ გერბისთვის, რომელიც მკერდზე მაქვს გამოსახული”, - თქვა ვალიეხომ.

ხესუს ვალიეხო ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, მან ბუნდესლიგაში 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110891