ფეხბურთი

23:55 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუარდადო “ბეტისის” ფეხბურთელია

მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო კარიერას “ბეტისში” განაგრძობს – იუწყება ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

30 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუარდადოს სანაცვლოდ, პსვ-მ 2 მილიონი ევრო მიიღო.

ცნობისთვის, გუარდადოს კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ესპანეთში აქვს გატარებული. ის 2007-2012 წლებში “დეპორტივოში” თამაშობდა, ხოლო 2012-2015 წლებში “ვალენსიაში” ირიცხებოდა. ანდრესმა გასულ სეზონში პსვ-ს მაისური 33-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115923