ჩოგბურთი

19:18 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ჩოგბურთლი განწირული ხმით შველას ითხოვდა (VIDEO)

წყვილთა თანრიგში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელმა ბეთანი მატეკ-სანდსმა უიმბლდონის 1/32-ფინალში სორანა კირსტეასთან მატჩის მესამე სეტში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამერიკელი სათამაშო ეპიზოდში ბადესთან გავიდა, რა დროსაც უხერხულად დაეცა. მუხლის არეში ძლიერი ტკივილის გამო, ჩოგბურთელი განწირული ხმით ითხოვდა შველას. მატეკ-სანდსი კორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

0.106287