ფეხბურთი

16:12 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოს” სპორტული დირექტორი “მილანს” შეუთანხმდა

“მილანის” სპორტული დირექტორის თანამდებობას ესპანელი ანტონიო კორდონი დაიკავებს, რომელიც აქამდე “მონაკოში” მუშაობდა და კლუბის ბოლოდროინდელი აღმასვლის ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა.

L'Equipe-ს ინფორმაციით, კორდონმა მიმზიდველი წინადადება მიიღო “მილანისგან” და ის უკვე ესაუბრა წასვლის საკითხზე “მონაკოს” ხელმძღვანელობას. მხარეები შეთანხდნენ, რომ თუკი მონაკოელები ახალი სპორტული დირექტორის პოვნას მოკლე დროში ვერ შეძლებენ, კორდონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩება და ამის შემდეგ გადაბარგდება იტალიაში.

ანტონიო კორდონი დიდი ხნის განმავლობაში “ვილიარეალში” მუშაობდა, “მონაკოში” 2016 წელს მივიდა, მალევე საკვანძო ფიგურად იქცა და კლუბის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116246