ავტოსპორტი

4:11 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს უახლოვდება

უკვე რამდენიმე წელია, რობერტ კუბიცას ფორმულა 1-ის კარიერა შეწყვეტილია. ეს რალის მესამეხარისხოვან რბოლაში მომხდარი ავარიისას მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ გამოიწვია, რომელსაც პოლონელი პილოტის მარჯვენა ხელი ლამის შეეწირა. წლების განმავლობაში, 32 წლის კუბიცამ იმდენად აღიდგინა ტრავმირებული ხელის ფუნქციები, რომ ახლახანს „რენოს“ ძველი ბოლიდით - E20-ით ტესტების სერია ჩაატარა.

ამ ტესტების შემდეგ, კუბიცას თავდაჯერებულობა გაიზარდა და ის ამბობს, რომ ფ1-ში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დროს, კუბიცამ განაცხადა, რომ სარბოლო ავტომობილთან თავიდან შეგუება გაცილებით იოლი გამოდგა, ვიდრე ელოდა. და ამის შემდეგ ფიქრობს, რომ ფ1-ში მომავალი კვლავაც აქვს.

„თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული პრობლემები სამი წრის შემდეგ გაქრა. ადაპტაცია იმდენად სწრაფად მოხდა, მეც გაოცებული დავრჩი. რეალურად, ამას ადაპტაციას ვერც დავარქმევ. ყოველ შემთხვევაში, ვიგრძენი, რომ ეს საჭირო არც იყო“, - ყვება პოლონელი პილოტი, ვინც ფორმულა 1-ში 2006-2010 წლებში ასპარეზობდა. თავის ავარიამდე, რომელიც 2011 წლის სეზონის დაწყებამდე მოხდა, კუბიცა დიდი პრიზების ცირკში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და სტაბილურ პილოტად იყო მიჩნეული.

ტესტების წინ, „რენოს“ ფ1-ის გუნდმა, E20-ის კოკპიტი და საჭის რგოლი, პოლონელი პილოტის შესაძლებლობების შესაბამისად მოამზადა. კერძოდ, სარბოლო მანქანის სარეგულირებელი გადამრთველების უმეტესობა ისე განალაგა, რომ კუბიცას ისინი მარცხენა ხელით გამოეყენებინა.

„თუ მკითხავთ, ტესტებამდე რამდენად რეალურად მიმაჩნდა ფ1-ში ჩემი დაბრუნების პერსპექტივა, გეტყოდით 10, მაქსიმუმ 20 პროცენტს, რადგან წლები მომემატა. თან ფ1 ისეთი სწრაფი გახდა, რომ ამას თავიდან მიჩვევა უნდა. მაგრამ ტესტების შემდეგ ჩემი აზრი შეიცვალა. და იმის გამო, რომ რეალისტი ვარ და ოცნებებში არ დავფრინავ, ჩემს შანსებს ახლა 80 ან 90 პროცენტით შევაფასებ“, - ოპტიმიზმს არ მალავს კუბიცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105749