ფეხბურთი

18:47 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიმ” მესა დაიმატა

“სუონსიმ” 28 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი როკე მესა დაიმატა – იუწყება უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“გედებმა” ახალ მოთამაშეს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ხოლო “ლას პალმასს” 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

მესა “ლას პალმასის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან გასულ ლა ლიგაში 35 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიროკე მესა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144855