ფეხბურთი

14:41 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაიფციგმა” ოგიუსტენი გაიფორმა

“პარი სენ-ჟერმენის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟან-კევინ ოგიუსტენი კარიერას “ლაიფციგში” განაგრძობს. ტრანსფერი ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

20 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო პარიზელებმა მის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო მიიღეს.

ოგიუსტენი პსჟ-ში 2009 წელს ჩაირიცხა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. მან გასულ სეზონში პარიზელთა მაისური 13-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.113306