ფეხბურთი

17:45 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგამ” კამენის შემცვლელი იპოვა

“მალაგამ” თურქეთში წასული კარლოს კამენის შემცვლელი ძალიან მალე იპოვა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “მედუზების” ღირსებას 31 წლის მეკარე რობერტო ხიმენესი დაიცავს.

ანდალუსიელებმა კიპერი ერთწლიანი იჯარით აიყვანეს და “ესპანიოლს” 1 მილიონი ევრო გადაუხადეს. “მალაგას” სეზონის დასრულების შემდეგ რობერტოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლება.

ხიმენესი გასულ სეზონში დიეგო ლოპესის დუბლიორი იყო. მან “ესპანიოლის” კარი სულ 6 მატჩში დაიცვა და 14 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109403