ფეხბურთი

0:45 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ბარაგანი ინათხოვრა

“მიდლსბროს” მარჯვენა მცველი ანტონიო ბარაგანი კარიერას სამშობლოში განაგრძობს. “ბეტისის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის ღირსებას ერთწლიანი იჯარით დაიცავს.

ანტონიო “ბოროს” ღირსებას გასული ზაფხულიდან იცავდა, თუმცა კლუბი პრემიერლიგიდან გავარდა და მანაც ესპანეთში დაბრუნება ამჯობინა. ბარაგანმა “მიდლსბროს” მაისური 27-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125254