ფეხბურთი

20:40 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოს გატყდა ბილოუ

ინგლისმა ბოლოს მაინც მოახერხა გოლის გატანა და ჰოლანდიას 1:0 სძლია. "მაინც" იმიტომ, რომ ბრიტანელებს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და რომ არა ჰოლანდიელთა მეკარე ჯასტინ ბილოუს კარგი თამში, პირველ ტაიმშივე ჰანდიკაპს შეიქმნიდნენ.

უსიამოვნოდ დაიწყო მატჩი. მე-2 წუთი იყო, ინგლისელთა მცველმა სულიმანმა მძიმე ტრავმა მიაყენა ჰოლანდიელთა ფორვარდ იოელ პიროს, რომელსაც ხუთი წუთის განმავლობაში ექიმები დასტრიალებდნენ თავს. მან კისერი დაიზიანა. პირო შეუძლოდ გახდა, ამჟამად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

შეგახსენებთ, ეს ის პიროა, რომელმაც პირველ ტურში გერმანიასთან (4:1) ჰეთ-თრიქი მიითვალა. რა თქმა უნდა, მის გარეშე გაუჭირდებოდა ჰოლანდიას. ხარივით ჯანიანმა გროტმა პირო სრულფასოვნად ვერ შეცვალა.

პირველ ტაიმში ინგლისელებს ოთხი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ: მოუნტი, სესენიონი, ბაკლი და ნმეჩა - თითოეულს შეეძლო გატანა, მაგრამ ბილოუ კედელივით იდგა. დაახლოებით 30-ე წუთიდან ჰოლანდიამ გაათანაბრა თამაში, თუიმცა მეორე ნახევარში ისევ ბრიტანელებმა შეუტიეს და ლამის ცალკარა წარიმართა.

საბოლოოდ, 84-ე წუთზე გავიდა გოლი. შეცვლაზე შესულმა ედვარდსმა შეინავარდა საჯარიმოში, სესეიონიოოს დაუგორა, რომლის დარტყმული მცველებმა მოიგერიეს და დამატებაზე ასევე შეცვლაზე შესულმა ბენ ბრერეტონმა მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

ინგლისი ჯგუფში ლიდერია, ქულა არ დაუკარგავს და გოლიც არ გაუშვია.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური

6 ივლისი. თბილისი. "მიხეილ მესხი"

ინგლისი - ჰოლანდია 1:0 (0:0)

ინგლისი: რამსდეილი, სტერლინგი, ჩალობა, სულიმანი, ჯეი დასილვა, დოზელი, ედუნი, ბაკლი (ჯოშ დასილვა 87), სესენიონი, მოუნტი (ედვარდსი 77), ნმეჩა (ბრერეტონი 72)

მწვრთნელი: კეით დაუნინგი

ჰოლანდია: ბილოუ, ბეკბოირდი, დეკერი, ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, კადიოღლუ, კოპმაინერსი (კონგოლო 85), ნუნელი (ლანგი 57), დილროსუნი, პირო (გროტი 7)

მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

გოლი: 1:0 ბრერეტონი (84)

მსაჯი: მასა (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167898