ფეხბურთი

14:40 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდის" მწვრთნელად დავით მახარაძე დაინიშნა

ეროვნული ლიგა2-ის აუტსაიდერ "ზუგდიდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: 52 წლის დავით მახარაძე. ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბით გამოცდილი სპეციალისტია, ლანჩხუთის "გურიასა" და ფოთის "კოლხეთს" თავკაცობდა, შედეგიც ნორმალური ჰქონდა.

ფოთელი დავით მახარაძე "ასიანთა კლუბის" წევრია, უმაღლეს ლიგაში 101 გოლი აქვს გატანილი.

"ზუგდიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ მახარაძე წარადგინა და დასძინა, რომ კლუბის მიზანი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ლიგა2-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. "ზუგდიდს" 8 ქულა აქვს და ლიგიდან პირდაპირ ერთი გუნდი ვარდება, ხოლო ორნი პლეი-აუტში ითამაშებენ. ზუგდიდელები 4 ქულით ჩამორჩებიან მეცხრე ადგილზე მყოფ ტყიბულის "მეშატხეს".

"ზუგდიდმა" "რუსთავიდან" დაიმატა თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე. ასევე, გუნდში ისინჯებიან უკრაინელები: საყრდენი ნახევარმცველი ალექსანდრ ეგნატენკო (24 წლის) და თავდამსხმელი დმიტრი ჟარიკოვი (26 წლის).

სანამ სეზონი განახლდება, ზუგდიდელები ურეკში ათდღიან შეკრებაზე წავლენ და იქ სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც შეუერთდებიან გუნდს.

0.115409