ფეხბურთი

23:20 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სერხი რობერტოს არ გაყიდის

კატალონიური „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს სერხი რობერტოსი ეიმედება და მისი გასხვისება არ სურს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ“ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით 35 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა.

ერნესტო ვალვერდე უნივერსალ მოთამაშეს გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს. გასულ სეზონში ის დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ნახევარდაცვის გაძლიერებაც შეუძლია და მის სარფიან გაყიდვაზე უარი ამის გამო თქვა.

სერხი რობერტომ გასულ სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

0.115965