ფეხბურთი

13:22 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ნეაპოლის საპატიო მოქალაქეა

არგენტინის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდა.

ANSA-ს ცნობით, მარადონას ნეაპოლის ცენტრალურ მოედანზე საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელსაც ქალაქის მერის ხელმოწერა ამშვენებს, საზეიმო ვითარებაში გადასცეს და ამ ღონისძიებას 10 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

„როგორც იქნა, ნეაპოლის მოქალაქე ვარ და ამისთვის დიდი მადლობა ქალაქის მერს და ყველა ნეაპოლელს“ - თქვა მარადონამ, რომელიც „ნაპოლიში“ 1984-იდან 1991 წლამდე თამაშობდა და 259 მატჩში 115 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115774