ფეხბურთი

23:50 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოხრეიძე: "ჩეხეთთან მოვიგებთ"

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრმა გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისთებთან საუბრისას თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ეცდებიან, რომ ჩეხეთის ნაკრებიც დაამარცხონ.

„ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ამ ჟინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო, რაც მოვახერხეთ. მომდევნო მატჩს რაც შეეხება, მეტოქე გუნდი შესწავლილი გვყავს და მოწინააღმდეგის დამარცხებას ყველანაირად ვეცდებით“, -თქვა კოხრეიძემ.

მომდევნო მატჩს, საქართველო ჩეხეთის წინააღმდეგ 8 ივლისს 20:00 საათზე გამართავს.

0.138083