ფეხბურთი

23:13 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კუცია: "მსაჯებიც ადამიანები არიან"

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი კუციამ შვედეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან თამაში შეაფასა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ჯგუფიდან გასასვლელად.

„შეცდომა ყველას მოსდის, მსაჯებიც ადამიანები არიან. აშკარად არ იყო თერთმეტმეტრიანი. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბიჭები ერთმანეთის გვერდით დავდექით, რომ თამაში მოგვეგო და ასეც გამოვიდა. ახლა ჩეხეთთან მატჩი დაგვრჩა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - თქვა კუციამ.

მომდევნო მატჩს, საქართველო ჩეხეთის წინააღმდეგ 8 ივლისს 20:00 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11993