ფეხბურთი

23:30 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "ტაქტიკურ შეცდომებს არ ვუშვებთ"

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ვატო არველაძემ, რომელიც დღეს პირველად გამოჩნდა მოედანზე, შვედეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მთელ თამაშს მისი გუნდი აკონტროლებდა და ბევრ სახიფათო მომენტსაც ქმნიდნენ. როგორც ქართველთა 9 ნომერმა თქვა, მომავალ მატჩში გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მომენტებსაც ჩვენ ვქმნიდით, ასე ვთქვათ ჩვენი დღე იყო და ყველაფერი გამოგვდიოდა. რაც დავალება გვქონდა, ყველაფერი შევასრულეთ. რაც შემეხება მე, რამდენიმე მომენტი მქონდა და რომ გამომეყენებინა კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ. ვფიქრობ მეორე ტაიმში დაღლილობის ფონზე სანახაობრივი თამაში აღარ გამოგვდის, მაგრამ მთავარია მწვრთნელის დავალებებს კარგად ვასრულებთ და ტაქტიკურ შეცდომებს არ ვუშვებთ. მომავალში ამასაც გამოვასწორებთ. ჩეხეთთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მჯერა, რომ მაყურებელი ვერდში დაგვიდგება." - განაცხადა არველაძემ.

მომდევნო მატჩს, საქართველო ჩეხეთის წინააღმდეგ 8 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.

0.113735