ფეხბურთი

15:05 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება: დონარუმა კონტრაქტს ახანგრძლივებს

იტალიური “მილანი” და ჯანლუიჯი დონარუმა ბოლოს და ბოლოს მაინც შეთანხმდნენ. Sky Sport-ის ცნობით, 18 წლის მეკარე “როსონერისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, დონარუმა “სან სიროზე” 2023 წლის 30 ივლისამდე დარჩება, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

კონტრაქტში ასეთი პუნქტიც იქნება ჩადებული: “მილანი” დონარუმას 100 მილიონად გაასხვისებს იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იქნება, ხოლო თუ არა, მაშინ – სატრანსფერო ფასი 50 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა თავიდან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა და ამიტომაც, “მილანის” ქომაგთა კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, როგორც ჩანს, 18 წლის იტალიელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117853