ფეხბურთი

14:27 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი მბაპეს გადაბირებას ცდილობენ

“პარი სენ ჟერმენი” აქტიურად ცდილობს “მონაკოდან” ახალგაზრდა და პერსპექტიული თავდამსხმელის კილიან მბაპეს გადაბირებას. L’Equipe ინფორმაციით, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხალიფი და სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე კილიან მბაპესა და მამამისს შეხვდნენ. წყაროს ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელები ოპტიმისტურად უყურებენ მბაპეს შესაძლო ტრანსფერს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მბაპეს მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა მადრიდის “რეალი”, თუმცა თავად ფეხბურთელმა 2017-2018 წლების სეზონის გატარება “მონაკოში” მოისურვა.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალგაზრდა მოთამაშე პარიზული გუნდის მმართველებთან მოლაპარაკებების შემდგომ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133621