ფეხბურთი

23:05 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ ვეას შვილი პსჟ-ში

ლიბერიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის და ოქროს ბურთის მფლობელის, ჟორჟ ვეას შვილმა ტიმოთი ვეამ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა “პარი სენ ჟერმენთან”, რომელიც 2020 წლამდეა გათვლილი.

“მე ვამაყობ, რომ შემიძლია “პარი სენ ჟერმენში” ვითამაშო. მჯერა და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარგი დებიუტი მექნება პირველ გუნდში”, - თქვა ტიმოთიმ.

ტიმოთი პსჟ-ს აკადემიაში 2014 წელს ჩაირიცხა. 17 წლის მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატების ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს და აქამდე ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112538