სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

20:00 | 2.07.2017 | ნანახია 6007 - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპას კაუნასიდან გადმოხედეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ლიტვის ქალაქ კაუნასში, დღეს დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები ადვილად დაამარცხეს და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინეს.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში, ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა სამი შეხვედრის შემდეგ უკვე გარკვეული იყო. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საბა კაპანაძემ (60 კგ) ბოტონდ სზერედასს ვაზარით აჯობა. 66 კილოგრამში მიხეილ ბახბახაშვილს მეტოქე არ გამოუცხადდა და უბრძოლველად ჩაიწერა ქულა. 73-ში კი ლაშა ბექაურმა გერგელი ნერპელი საფინალო გონგამდე 1 წამით ადრე დასცა ბეჭებზე და ანგარიში 3:0 გახდა.

გოჩა ღვაჩლიანი (81 კგ) ინდივიდუალური ევროპირველობის ფინალისტ ბენედეკ ტოთს დაეჭიდა და ოქროს დროში შიდოთი დამარცხდა. ფინალის ბოლო – მეხუთე შეხვედრაში კი ლევან ჭელიძემ (+81 კგ) სზაბა ტოთს 41 წამში შეუსრულა იპონი და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 4:1.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ლიტვურ ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. შესაბამისად, თეთრი კიმონოთი შეუდგა საქმეს და ლურჯი ფერის კიმონო არც შემდეგ დასჭირვებია. დილის პროგრამაში გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და საბერძნეთს 5:0 სძლია. მეოთხედფინალში იტალიას აჯობა 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთს – 3:2.

ქართულ-უნგრულ ფინალამდე, ტატამზე ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი ვაჟები გავიდნენ. მესამე საპრიზო ადგილები იტალიამ და რუსეთმა დაიკავეს. იტალიელებმა რეპეშაჟის ფინალში ლატვიელებს 3:2 აჯობეს, რუსებმა კი ჰოლანდიელებს სძლიეს – 5:0.

ჭაბუკების პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გოგონებს შორისაც გაიმართა. 19 ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებს შორის, ევროკონკურენციაში ქართული გუნდიც ჩაება. კარგადაც დაიწყო – პორტუგალიის 5:0 ძლევით მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ მომავალ ფინალისტთან - სერბეთთან 2:3 წააგო და რეპეშაჟის მეოთხედფინალში გადაერთო, სადაც უკრაინას დაუპირისპირდა და მასთანაც 2:3 დამარცხდა.

სერბი გოგონები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მხოლოდ სამი სპორტსმენით გამოვიდნენ და ფინალამდე ყველა შეხვედრაში 3:2 იმარჯვეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი, გერმანელებთან განცდილი ერთი მარცხი 2:3 წაგებად დაუჯდათ.

პოდიუმის მესამე საფეხურზე საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებები ავიდნენ. ფრანგებმა პოლონელებს მოუგეს (5:0), რუსებმა – თურქებს (3:2).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:12 | 08.07.2017
sanzona (564)

ყველაზე გავრცელებული სტატიის სათაური ამ საიტზე - ქართველებმა ევროპას კაუნასიდან გადმოხედეს, ევროპას ვარშავიდან გადმოხედეს, მსოფლიოს ბაქოდან გადმოხედეს და ა.შ. იცვლება ქალაქის დასახელება მხოლოდ. მეტი ფანტაზია არა გაქვთ?

12:35 | 08.07.2017
lagashi (1335)

გეგონება მთამსვლელები იყვნენ

18:15 | 09.07.2017
b.g (712)

რას ერჩით ვასოსა,ძაან კაი ბიჭია....პროსტა დრო არ ააქვ და სათაურებს აკოპირებს (დროის მოგების პონტში,მა ამხელა სტატიასა დაწერა არ უნდა?!)

01:41 | 06.07.2017
mushni (70734)

ბახბახაშვილი უძლიერესი ბიჭი დადგება

18:25 | 09.07.2017
b.g (712)

მმმ...იმედია....იმედია არ გაიელვებს და არ გაქრება

02:50 | 14.07.2017
mushni (70734)

ამინ

17:10 | 04.07.2017
პანტელეიმონი (3005)

გაიხარეთ

22:13 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (7)

მაგრად მწყინს როცა საჯიშე ქართველები მიდიან საქართველოდან. ეს აშშ წავიდა და იქ დაფუძნდა. ლაბაძე, ზედგენიძე, ზირაქიშვილი და ბევრი სხვა მორაგბე კარგა ხანშია საფრანგეთში ცხოვრობენ და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. სპორტის სხვა სახეობებშიც მასეა. მარტო სპორტსმენები არ რჩებიან, ბევრი მეცნიერი, ექიმი, მომღერალი, ხელოსანი... სამუდამოდაა წასული საქართველოდან ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, თურქეთში, რუსეთში... ისინი და მისი შვილები სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსათვის. მარტო სპორტში - ჯიქიამ რუსეთის ნაკრები არჩია საქართველოს ნაკრებს (ფეხბურთი), ასეთები კიდევ ბევრია, მე მხედველობაში არ მყავს იქ დაბადებულებზე, რომლებსაც დედა არა ქართველი ყავს, არამედ აქედან წასული ქართველები მყავს მხედველობაში. ბევრი მერე რუსეთის პოლიტიკას ამართლებენ და რუსეთზე ჭკუა ეკეტებათ (ვინც რუსეთშია - პოლიტიკოსი, მომღერალი, სპორტსმენი, ბიზნესმენი...). ნახეთ რაგბში რაფავას შვილი ელოდება მიიღებენ თუ არა ინგლისის ნაკრებში, თუ არა მერე იფიქრებს საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ბევრია ასეთი. მე მათ არ ვამტყუნებ, მე მწარე სიმართლეს ვამბობ. გული მტკივა, გასკდომაზეა როცა ვფიქრობ რა მოყვება ამას - ერის განადგურება და ჩვენი გენის დაღუპვა. ტირილი მინდება. შობადობა ძლიერ დაეცა. ვინცაა ისინიც გაქცევისკენაა მიმართული. ჩვენ კი სომხები არა ვართ, საუკუნეების მერეც, რა ერზეც არ იყოს დაქორწინებული მაინც მათი შთამომავლობა სომხებად რჩებიან, ქართველი კი რამდენიმე წელიდაში (ყველა არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა კი) კარგავს ქართველობას.
P.S.: ამაზე ვამბობ http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula

23:26 | 03.07.2017
lagashi (1335)

შედარებით მესმის იმ გაჭირვებული ხალხის ვინც უცხოეთშია გადახვეწილი, მაგრამ როცა წარმატებული ადამიანი ხარ და უცხოეთში გაფაიხვეწები, აი იმას სამუდამოდ უნდა აუკრძალო საქართველოში ჩამოსვლა, სახელმწიფოებრივი აზროვნება გვაკლია ქართველებს

13:18 | 03.07.2017
Kala94 (5995)

ბრავო ლომებო ! გილოცავთ ძაან მაგრები ხართ !

23:40 | 02.07.2017
b.g (712)

ბიჭებო მსოფლოზეც ვიხილოთ თქვენი წარმატებე,უფრო მეტი ვიდრე ევროპაზე

01:41 | 06.07.2017
mushni (70734)

ამინ

23:37 | 02.07.2017
b.g (712)

მუშნი სადაა შენი კომენტარები :-)

01:41 | 06.07.2017
mushni (70734)

აგერ ვარ ძმა

18:19 | 09.07.2017
b.g (712)

ჯიგაარ !!!!

20:57 | 02.07.2017
BEERTRANCE (92996)

ყოჩაღ ვულოცავ.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077413