ძიუდო

17:09 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჭაბუკები ევროპის გუნდურ ოქროს მიუახლოვდნენ

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. კაუნასში მიმდინარე ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართულმა გუნდმა კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო.

საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და საბერძნეთს 5:0 სძლია. მეოთხედფინალში იტალიას აჯობა 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთს – 3:2.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ფინალის გზაზე თურქეთი (3:2), პოლონეთი (3:2) და ლატვია (3:2) ჩამოიცილა.

ჭაბუკების პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გოგონებს შორისაც მიმდინარეობს. 19 ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებს შორის, ევროკონკურენციაში ქართული გუნდიც ჩაება. კარგადაც დაიწყო – პორტუგალიის 5:0 ძლევით მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ სერბეთთან 2:3 წააგო და რეპეშაჟის მეოთხედფინალში გადაერთო, სადაც უკრაინას დაუპირისპირდა და მასთანაც 2:3 დამარცხდა.

0.112177